ავტორი:

ბათუმში პატრულის ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში პატრულის ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თელავში "მერსედერსი" და "გოლფი" ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი და აივანი ჩამოინგრა