ავტორი:

"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე

"ხმების პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი" - ხატია დეკანოიძე

პარალელური დათვლა არ ასახავს „კარუსელს“, მოსყიდვას, ზეწოლას და სხვა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, რომლებზეც ჩვენ საჩივრები გვქონდა შეტანილი,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას.

ამასთან, დეკანოიძის აზრით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ ISFED-ის ცდომილების შესახებ.

„მე მაინტერესებს, საიდან გაიგო კობახიძემ, მდინარაძემ. ისეთი თვალნათელი იყო, რომ პროცენტების ცვლილებებთან დაკავშირებით ISFED აპირებდა გამოქვეყნებას, რომ მრჩება გონივრული ეჭვი, რომ ეს არის ფარული მიყურადების, თვალთვალის და მონაცემთა ბაზაში შეღწევის ძალიან თვალსაჩინო მცდელობა. ამიტომ, მოვითხოვ გამოძიებას, რომ გამოძიებამ დაადგინოს, როგორ გახდა ცნობილი „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ელჩებთან შეთავაზება ოპოზიციისთვის ასეთი დაჟინებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ამის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლების შედეგები ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს, დეკანოიძე ამას არ ეთანხმება.

„ვინც ამას ამბობს, ეს არის „ქართული ოცნების“ გზავნილის ჭრილში გადათარგმნილი იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ის კანონდარღვევები, რაც ჩვენ ვნახეთ არჩევნებზე, რომელსაც არ ერქვა არჩევნები, მხოლოდ ოქმების დათვლა, სადაც ასევე ცდომილებაა, ვერ უშველის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე