ავტორი:

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა განცხადებას ავრცელებს და ISFED-ს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი პასუხის გაცემას სთხოვს. გალდავა ითხოვს პასუხის გაცემას კითხვაზე, არის თუ არა ISFED-ში ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლის მუშაობა დისკომფორტის შემქმნელი.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" - ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია? რამდენი არჩევნები ჩატარდა ინტერესთა კონფლიქტით? ცოლი არჩევნებს ატარებს და ქმარი იმ ორგანიზაციაშია, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის? გააკეთეთ განმარტება! ის ფაქტი, რომ ,,სამართლიანი არჩევნები" პირველწყაროდ იყენებს უკვე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მათ შორის დაუბალანსებელი ოქმებისაც, ვერ ასახავს წინასაარჩევნო ძალადობრივ გარემოს და ე.წ. კარუსელებს, რომლებიც მასობრივად დაატრიალეს არჩევნების ბოლო დღეს. განახლებული დასკვნა კი, დროში რომ ემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამ დასკვნაზე მუდმივ აპელირებას, ასევე თვენახევრის შემდეგ აღმოჩენილი და ხელისუფლებისთვის თურმე უკვე კარგად ნაცნობი ალგორითმული ,,ხარვეზიც" ბევრ კითხვას ბადებს და ცალკე მოკვლევის თემაა," - განცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი