ავტორი:

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

მაკა ასათიანის ოჯახური ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს საზოგადოებაში. სამი ვაჟის დედა დედამთილი სამი წლის წინ გახდა, როდესაც კახი ჟორდანიამ ნანიკო კლდიაშვილზე იქორწინა.

მერაბ ჟორდანიას უფროსი ვაჟი ორი წლის წინ ჰოლანდიური ფეხბურთის გუნდის "დენ ბოსხის“ მფობელი გახდა, თუმცა წყვილი დიდ დროს შვეიცარიაში, მაკა ასათიანთან ატარებდა. სწორედ იქ იმშობიარა თებერვალში ნანიკომ. გოგონას ლეა დაარქვეს და პანდემიის დაწყებიდან მალევე ნანიკო შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

პატარა ლეას ახალ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში. ზაფხულში საქართველოში სტუმრად ჩამოსული მაკა, შვილიშვილს ხშირად ასეირნებდა ვაკის პარკში.

პატარა გოგონა ულამაზესია. მისი ახალი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ნანიკო კლდიაშვილს სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარად დაუწერეს, რომ ლეა ბაბუას, მერაბ ჟორდანიას ჰგავს.

წლების წინ, მაკა ასათიანისა და მერაბ ჟორდანიას წყვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართულ ბომონდში.

მათ ორი ვაჟი ჰყავთ - კახი და ლევანი. მაკა და მერაბი ერთმანეთს დაშორდნენ და დიზაინერი ბავშვობის სიყვარულს, მილიონერ კოტე გოგელიას გაჰყვა ცოლად. კოტე გოგელიასა და მაკა ასათიანს საერთო შვილი კონსტანტინე ჰყავთ და წლებია შვეიცარიაში ცხოვრობენ.