ავტორი:

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

დღეს ბათუმში, ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვების თაობაზე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციელებს ხელს უშლიდნენ. მისი თქმით, არეულობის შედეგად ასევე ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ აჭარაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა