ავტორი:

"ივანიშვილის შიკრიკები თითოეულ დეპუტატს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს" სთავაზობდნენ" - რას წერს სააკაშვილი

"ივანიშვილის შიკრიკები თითოეულ დეპუტატს 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს" სთავაზობდნენ" - რას წერს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას პარლამენტში არ შესვლის გამო მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა „ბუტკაში“, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, რომ თითოეულ დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები, ეს ვიცი ზუსტად, მე არასდროს ვჭორაობ ასეთ თემებზე. ამ ხალხის უმეტესობა, ბევრი ადამიანი არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში. ამ ხალხმა, ამ პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს ქართველი ხალხის გვერდით დადგომა. ჩემი აზრით, ეს არის სამოქალაქო გმირობა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძლე, ფულს ჩაყრის და ყველაფერს იყიდის, ბევრ რაღაცას იყიდის, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ იყიდება, არის ხალხი, ვინც არ იყიდება და თითოეულ ამ ადამიანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა... ეს არის მართლაც დიდი მიღწევა ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი" - გახარია აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომელთა საეჭვო გამდიდრებაც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს - TI

როგორ აფასებენ აშშ-ში მომხდარ მოვლენებს ქართველი ექსპერტები