ავტორი:

კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?

კარანტინული საჩუქრები: როგორ გავუკეთოთ საჩუქარი უსაფრთხოდ, "ლოქდაუნის" პერიოდში საყვარელ ადამიანებს?

კორონავირუსის აფეთქებამ გლობალურ მასშტაბებს მიაღწია. უსაფრთხოების მიზნით სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დაიკეტა. სამწუხაროდ, "ლოქდაუნის" პერიოდში, გარკვეული პროდუქტების შეძენა შეიძლება ძალიან რთული, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი იყოს. ეს პრობლემურია, რადგან ცხოვრება გრძელდება - ჩვენი ახლობლები აღნიშნავენ დაბადების დღეებს, წინ კი შობა-ახალი წელია.ყველას სურს, რომ წლის ამ ჯადოსნურ ღამეს საყვარელ ადამიანებს რაიმე განსაკუთრებული აჩუქოს, რაც მათ გაახარებს და განწყობას გაუუმჯობესებს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველა იძულებულია, სახლში დარჩეს.როგორ მოვაწყოთ საჩუქრები საკარანტინო პერიოდში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიყენების გარეშე? - წარმოგიდგენთ მარტივ გამოსავალს და რამდენიმე საჩუქრის იდეასაც შემოგთავაზებთ.

საჩუქრები კარანტინის პერიოდში

"ლოქდაუნის" პერიოდში საჩუქრის ყიდვა და გაცემა შეიძლება რთული იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ ადამიანთან, ვისაც გვინდა მივულოცოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ აღარ უნდა გავუკეთოთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს, ან დაველოდოთ უკეთეს დროს? ერთმნიშვნელოვნად არა! ამ დროისთვის ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიის აფეთქება ქვეყანაში, ან როგორ განვითარდება ის შემდგომ.

ონლაინსაჩუქრები ეპიდემიის დროს

ვაჭრობისთვის დაწესებული შეზღუდვებისა და სახლში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენის ინსტრუქციის გათვალისწინებით, ჩვენ საჩუქრების ონლაინშეძენის იმედად დავრჩით. საბედნიეროდ, საყვარელი ადამიანისთვის ნებისმიერი საჩუქრის შეკვეთა ინტერნეტით ნებისმიერ დროს შეგვიძლია, სახლში მიტანის მომსახურებით.არცთუ ისე მარტივი მისიაა განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევა ონლაინ. ისეთის, რომელიც განსხვავებულიც იქნება და თან, საახალწლო განწყობასაც ატარებს. ხოლო, თუ ისეთ საჩუქარს შეარჩევთ, რომელიც პერსონალურად ადრესატისთვის იქნება განკუთვნილი, ამით საყვარელ ადამიანს საჩუქართან ერთად, საუკეთესო ემოციებსაც აჩუქებთ!

თბილი ჰუდი სასურველი პრინტით

ჰუდი უყვარს ყველას! მასზე თბილი და კომფორტული სამოსი ზამთარში არ ასებობს! ჰუდს იცვამენ სახლშიც და გარეთაც. ჰუდით ძალიან ორიგინალური და საინტერესო „ლუქის“ შექმნაც კი შეიძლება. სასურველი ფერის და პრინტის ასარჩევად printarea.ge-ს ეწვიეთ. შეუქმენით საახალწლო განწყობა და კომფორტი საყვარელ ადამიანს, ან სულაც საკუთარ თავს.

კალენდარი სასურველი ფოტოთი

წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებთ ბებიას და ბაბუას, თუ მათი შვილიშვილის ფოტოებით კალენდარს დაამზადებინებთ. შეგიძლიათ სასურველი ფოტოებით შექმნათ კედლის, ჩარჩოში ჩასასმელი ან მაგიდაზე დასადები კალენდარი. ის ოჯახის ნებისმიერ წევრს გაუხარდება.

ფრაზები ჩარჩოებში

ძალიან ლამაზი სამოტივაციო საჩუქარი (და არამარტო) არის ფრაზები ჩარჩოებში. შეგიძლიათ ვებსაიტზე აარჩიოთ სასურველი ფრაზა, დიზაინი და იქვე შეუკვეთოთ. ან შეგიძლიათ თავად ატვირთოთ თქვენი ფოტო სურვილისამებრ. სამოტივაციო ფრაზა ჩარჩოში, ადრესატს იზოლაციის პერიოდში წაახალისებს.

ონლაინკურსები

ძალიან საჭირო და გამოსადეგი საჩუქარი იქნება ენის შესწავლის ან რაიმე სხვა ონლაინკურსი. ასევე, ვებინარი იმ თემაზე, რაც ადრესატს აინტერესებს. მოძებნეთ მისი ინტერესებისა და ჰობის გათვალისწინებით ვებინარი ან ონლაინკურსი და აჩუქეთ მას. ამ შემთხვევაში, საჩუქარს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ შემეცნებითი ხასიათიც ექნება.

სასმელი პერსონალური ხის ყუთით

ძალიან ორიგინალური საჩუქარი იქნება ღვინო ხის ყუთით, რომელსაც ადრესატისთვის განკუთვნილი პერსონალური წარწერა ექნება გაკეთებული. ასეთი საჩუქარი განსაკუთრებით მამაკაცებს გაუხარდებათ.

ფოტოწიგნი

ფოტოწიგნი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საჩუქარია. საუკეთესო მოგონებები შეგიძლიათ წიგნად აქციოთ. სასურველ ფორმატს არჩევთ ონლაინ და თავად ქმნით დიზაინს. შეგიძლიათ შექმნათ საქორწილო, ბავშვების, მეგობრების ან ნებისმიერი შინაარსის ფოტოწიგნი. ასეთი საჩუქრით განსაკუთრებით ბებიებსა და ბაბუებს გაახარებთ.

3 ტრადიციული და არატრადიციული საშუალება, როგორ უნდა მოვიზიდოთ ბიზნესისთვის მეტი მომხმარებელი

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კ. ტოკაევმა დააჯილდოვა საქართველოს მოქალაქე დ. ქემერტელიძე დოსტიკის II ხარისხის ორდენით (მეგობრობის ორდენი)

Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ ღამის საათებში Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს