ავტორი:

"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე

"ბატონი კახიც აღიარებს, რომ ხელოვანები დავიჩაგრეთ... მგონი, გულს არავის დაწყვეტენ, ეს ჰონორარი შეგვეშველება" - სოფო ბედია საახალწლო კონცერტზე

"გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები ადამიანები არ არიან? - არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?" - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალიტის კითხვას, რომელიც წინასაახალწლოდ კონცერტის ჩასატარებლად ნახევარი მილიონის ლარის დახარჯვას ეხებოდა.

მართალია, ქვეყანაში შეზღუდვები ისევ მოქმედებს და წინასწარი ინფორმაციით, განსაკუთრებულად არც 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქდება, მაგრამ 31 დეკემბერს დეკორირებულ სცენაზე, მომღერლები მაინც გამოვლენ, ოღონდ ამ ყველაფერს მაყურებელი ტელევიზიით ნახავს.

კონცერტის ღირებულება მერიას 491 თასი ლარი უჯდება. კახი კალაძის განცხადებით კონცერტების სერია გარდა იმისა, რომ მოსახლეობას კარგ განწყობას შეუქმნის, ასევე მომღერლებისთვის ერთგვარი შეღავათი და თანადგომა იქნება მერიის მხრიდან გადახდილი ჰონორარები.

კონცერტი სამ დღეს მოიცავს - 31 დეკემბერს, 7 იანვარს და 14 იანვარს. სოფო ბედია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ არ იცის, თავად რომელ დღეს გამოვა სცენაზე, თუმცა როგორც კულუარებში ამბობენ, მონაწილეობას ყველას მომღერალი მიიღებს.

- ჩემი ინფორმაციით, ყველა მომღერალი დაკავდება კონცერტებში. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რომელ დღეს გამანაწილებენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ხელოვანი ადამიანები. ვინც ჩვენ პროფესიაზე ვართ დამოკიდებულები, სხვა შემოსვაალი არ გვაქვს. ამისი არც დამალვა შეიძლება და არც ხელის გადაფარება.

- თქვენი კოლეგები რას ამბობენ, როდესაც გიკავშირდებიან...

- ძალიან ცუდად არიან, ყველას პრობლემები აქვს. ერთმანეთსაც ვეღარ ვნახულობთ პანდემიის გამო. მარტში დაიწყო ჩვენი პრობლემები, მეცხრე თვეა სცენაზე არ ვმდგარვართ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითი იქნება.

- კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია... როგორ ფიქრობთ, ეს ჰონორარი შეეშველება მომღერლებს?

- ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ჰონორარს არ ვიცი, რამდენი იქნება. თუმცა მაინც სტიმულია, რომ ამდენი ხსნის შემდეგ ხელოვანებს გვექნება საშუალება, რომ ჩვენ საყვარელ საქმეს სცენიდან მოვემსახუროთ. ყველანაირია სტიმულია, როგორც მომღერლის, ასევე ფინანსური.

- როგორ ფიქრობ, წელს არ იქნებიან უკმაყოფილო მომღერლები, რომლებსაც არ დაუძახეს კონცერტზე?

- არ ვიცი, ჩემთვის არავის დაურეკავს ჯერ, როდის გამოვალ, მაგრამ კულუარულად ვიცი, რომ ყველა მომღერალი დაკავდება. ბატონი კახი და ყველა აღიარებს, რომ ხელოვანი ადმაიანები პანდემიის დროს ძალიან დავიჩაგრეთ. მგონი, გულს არავის დასწყვეტენ და მეც მინდა, რომ ყველა მომღერალი დაკავდეს და ეს ჰონორარიც, რაც იქნება ნაწილობრივ ალბათ შეეშველებათ.

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის, 211 084 ლარის გამარჯვებული?

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს