ავტორი:

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაშავებულია შვიდი ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაშავებულია შვიდი ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ავტომობილიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის ჩარევა გახდა საჭირო.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვინ იყვნენ ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიისას დაღუპულები - "არ ვიცით, მოძრაობდნენ თუ არა მაღალი სიჩქარით... ტრაგედია მოხდა"

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - დაიღუპნენ 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა