ავტორი:

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

"ასეთი თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ აირჩევა თავმჯდომარე, ყრილობაზე ავირჩევთ. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება სამდივნო შეკრებაც, პოლიტიკური საბჭოს შეკრებაც. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვხედავთ რა მოსაზრებები არის პოლიტიკურ საბჭოში, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. ჩემი ინფორმაციით, ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ვნახოთ რომელ კანდიდატურას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

არის რამდენიმე ადამიანი, თქვენ ყველა იცნობთ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ახლა არ ვისაუბრებდი პერსონალიებზე, მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის, იქნება არჩეული ის ადამიანი, რომელსაც უკეთ შეუძლია პარტიის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარემ უნდა მოამზადოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ.

"იმ პირობებში, როდესაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, უმთავრესად ვთვლი, რომ ამ პარტიის თავმჯდომარემ და ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა ავტორიტარიზმის და დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან მძიმე, სერიოზული და საპასუხისმგებლო სამუშაო.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი არჩევანი იქნება შეჩერებული ისეთ ადამიანზე, რომელიც შეძლებს გარდაქმნების განხორციელებას და ბრძოლის სწორად ორგანიზებას“,-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

"ქართულ ოცნება" - 31%, "ნაციონალური მოძრაობა" - 5% - როგორია დანარჩენი პარტიების რეიტინგი NDI-ის ახალი კვლევით?

"თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში არ ჩაეტია და 5 საათი მუხლებზე დადებული ვატარე ჩემოდანი" - რას იხსენებს ჩინოვნიკი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი თბილისიდან სტრასბურგში ჩაიტანა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"