ავტორი:

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ასევე პარალელურად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიული - სამძებრო ღონისძიებები ტარდება დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით.

ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სანადირო თოფით კაცი მოკლეს.

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი მოკლეს

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია