ავტორი:

"სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები..." - რას წერს კალაძის პიარის თანამშრომელი აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების მეპატრონეების ქონებაზე

"სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები..." - რას წერს კალაძის პიარის თანამშრომელი აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების მეპატრონეების ქონებაზე

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ინფორმაციას ავრცელებს იმ მოქალაქეების ქონებაზე, რომლებსაც აფრიკის დასახლებაში მშენებლობები განახორციელეს.

"აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელი "სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები:

  • მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.
  • მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.
  • მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.
  • მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.
  • მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.
  • მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში.
  • მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ" - წერს თოქმაჯიშვილი.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, გუშინ ხმაური იყო. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. თუმცა საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს.

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე