ავტორი:

ზამთრის კურორტებზე კოტეჯები და "გესთჰაუსები" მაინც ქირავდება.. - რას რეაგირებას მოახდენს მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ზამთრის კურორტებზე კოტეჯები და "გესთჰაუსები" მაინც ქირავდება.. - რას რეაგირებას მოახდენს მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ, ეს არის უკვე თვითშეგნების ამბავი, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტების შეკითხვას რომლის მიხედვით, სამთო- სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა შეჩერებულია, თუმცა კოტეჯები და მცირე ზომის "გესთჰაუსები" მაინც ქირავდება, რაც მობილობას ვერ შეამცირებს.

ნათია თურნავას განმარტებით, სამთო სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, შეჩერებულია საბაგიროების მუშაობა.

"სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, სახლში თუ ვინმე ავა ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი.

ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ ეს არის უკვე თვითშეგნების ამბავი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ისპექცია სამთო კურორტებზე ნებისმიერი ტიპის ობიექტს აკონტროლებს, რათა მათ არ დაარღვიონ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები და უნებართვო საქმიანობა არ განახორციელონ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"შრომის ინსპექცია რამდენიმე დღეა სამთო კურორტებზე იმყოფება. ფაქტობრივად კონტროლდება ნებისმიერი ტიპის ობიექტი, მათ შორის, დამსვენებლების მიღებასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებებიც თუ არის ან ვებ-საიტებზე გამოქვეყნებული განცხადებაც ჩვენი მხრიდან არის შესწავლილი. მიზანი რომ მობილობა იყოს შემცირებული და ეპიდსიტუაცია იმართოს, ბუნებრივია, უნდა იქნას მიღწეული. ამიტომ თითოეული ასეთი „ქეისი“ არის შესწავლილი და შესაბამისი რეაგირება იქნება საზედამხედველო უწყებების მიერ", - განაცხადა ფერაძემ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება

რატომ არ მოიხსნა ღამით გადაადგილების შეზღუდვა - მაია ცქიტიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს