ქართველმა დიზაინერმა და ბრენდ Nina Zarqua collection-ის დამფუძნებელმა ნინა ზარქუამ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო დაბადების დღე საზოგადოების იმ წევრებთან ერთად გადაიხადა ვისაც კოვიდ პირობებში ყველაზე მეტად უჭირთ.
ნინა ზარქუამ და ფონდმა “ცხოვრება მშვენიერია“ ხუთ მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტები, პირველადი საჭიროების, ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები გადასცა.
როგორც ყოფილი მოდელი ambebi.ge-თან საუბარში ამბობს: "სიკეთე გადამდებია და ამ რთულ დროს, არსებულ პანდემიურ პირობებში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და დახმარება". მოდელის ეს პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის.

ერთი წლის წინ მან იუბილე მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისში" გადაიხადა. "სტოპ კოვ ფონდში" პანდემიასთან საბრძოლველად კი 10 ათასი ლარი გადარიცხა. ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულების ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალ მოთხოვნადია.
ავტორი: ეკა წივწივაძე