ავტორი:

როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა

როგორ აუხდინა 11 წლის საბას მთელი ცხოვრების ოცნება პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა

საახალწლოდ ხომ ოცნებები ხდება და აი, 11 წლის საბა კიკოლაშვილსაც აუხდა ოცნება... მას პლასტიკურმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა დეა პაპასკირმა ოპერაციის შედეგად გაჩენილ ნაწიბურზე თმა გადაუნერგა.

ბიჭუნას დედა, ირმა ჟღენტი გვიყვება, რომ საბა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, სამშობიაროში ექიმმა უთხრათ, რომ თავზე რაღაც ნიშანი ჰქონდა, კონკრეტულად რა იყო - ამაზე იქ პასუხი არ ჰქონდათ. ოჯახს მოგვიანებით ექიმებთან ხანგრძლივი ვიზიტები დასჭირდა. ბოლოს დიაგნოზი მხოლოდ ერთმა დერმატოლოგმა დასვა.

„ბავშვს თავზე, მარცხენა მხარეს, საფეთქლის აყოლებაზე, ერთი უთმო ადგილი ჰქონდა... მოკლედ, იმ ძებნა-ძებნაში დერმატოლოგ სოსო კობახიძესთან აღმოვჩნდით, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დაავადება ნევუსი იყო, ანუ კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ამოკვეთას საჭიროებდა. დიდად საჩქარო არ იყო, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება მაინც გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გარედან უნებლიე ზემოქმედების შედეგად მისი გაღიზიანების რისკი არსებობდა, თუნდაც დავარცხნისას, შესაძლებელი იყო ის ადგილი სავარცხელს დაეზიანებინა... მისი ამოკვეთა გადავწყვიტეთ... ამოკვეთის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია 2 წლის ასაკში ჩატარდა, საბას თავზე დიდი ნაწიბური დარჩა. ვამბობდით, არა უშავს, მერე რა მოხდა? ბიჭია -თქო... რომ წამოიზარდა, ამ ყველაფერს სხვანაირად შეხედა. თან, აქტიური ბავშვია, ცეკვავს.. ყველგან, სადაც ხვდებოდა, ეკიხებოდნენ - რა გჭირს თავზეო? საბოლოოდ ვიფიქრეთ, რომ საბასთვის თმის გადანერგვა გამოსავალი იქნებოდა “ - გვიყვება საბას დედა .....

გადაწყვეტილების მიღებაში, ისიც დაეხმარათ რომ ინტერენეტში ., სწორედ „AMBEBI.GE - ზე “ შემთხვევით წაიკითხეს სტატია რუს გოგონაზე, რომელსაც დამწვრობის შედეგად გაჩენილ ნაწიბურებში თმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა - დეა პაპასკირმა გადაუნერგა და ოპერაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. . . . ასე მოხვდნენ ერთ დღეს კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებლის, პლასტიკური ქირურგის დეა პაპასკირის სამუშაო კაბინეტში საბა და მისი დედიკო. .

.. მივაკითხეთ ქალბატონ დეას და დანახვისთანავე მის მიმართ განსაკუთრებული ნდობა გაგვიჩნდა. ისე თბილად მიგვიღო.. ყურადღებით მოისმინა ჩვენი ამბავი და დეტალურად გამოგვკითხა ყველაფერი . . თითქოს ჩვენ შორის რაღაც უხილავი ძაფები გაჩნდა. . საბასაც ძალიან მოეწონა თავისი ექიმი. . მერე კი სრულიად მოულოდნელად ქალბატონმა დეამ თქვა - მე მინდა საბას საჩუქარი გავუკეთოო და თმა სრულიად უსასყიდლოდ გადაუნერგა. . . ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რომელიც დამეუფლა და დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი შვილის ოცნება ახდება..საბა ცეკვავს , ხატავს, კარგად სწავლობს, უყვარს მეგობრები, ხალხთან ურთიერთობა და მტკივნეულად განიცდიდა მისკენ მიმართულ ცნობისმოყვარე მზერას.. სახლში ხშირად დანაღვლიანებული მოდიოდა. სულ იმას მეკითხებიან- რა გჭირს თავზეო? ამ შეკითხვამ დამღალაო... ახლა ძალიან გახარებულია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა.

ოპერაცია უკვე გაუკეთდა?

დიახ. შვიდ დეკემბერს.. სანამ ოპერაციაზე შევიდოდა, თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ იქ ისეთი კომფორტული გარემო დახვდა, ისე თბილად შეხვდნენ, ქალბატონმა დეამ ისე ადვილად მოიგო მისი გული, რომ არ გასჭირვებია იქაურ გარმოსთან შეგუება. ყველაფერი მალე და ძალიან კარგად დასრულდა.

დეა პაპასკირი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი:

_ კლინიკა „დეამედს“ ქალბატონმა ირმამ 11 წლის საბასთან ერთად მომართა. ბავშვს საფეთქლის არეში ოპერაციის შემდგომი ნაწიბური აღენიშნებოდა, რაც მას დისკომფორტს უქმნიდა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ საბას თანდაყოლილი სებორეული ნევუსი ჰქონდა. ნევუსის ექსტრაქცია წლინახევრის ასაკში გაკეთდა, ოპერაციიდან გასული იყო 10 წელი, ნაწიბური იყო ნორმოტროფული და თმის გადანერგვის ჩვენებას წარმოადგენდა.

ოპერაცია ჩატარდა „დეამედსტანდარტით“ და ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიით-ტრიველინის სისტემით. საბა ძალიან ძლიერი, გაწონასწორებული ბიჭია, ოპერაციის დროს როგორც ზრდასრული ადამიანი ისე იქცეოდა, ოპერაციამ ძალიან კომფორტულად ჩაიარა.

_ საერთოდ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შედეგს რამდენად იძლევა?

_ მოგეხსენებათ, რომ თმის გადანერგვა პლასტიკური ქირურგიის დარგია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. გამოვყოფდი თმის გადანერგვას ნაწიბურებში, რომელიც რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებაა. მაქვს ნაწიბურებში თმის გადანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება. 2010 წელს დაცული მაქვს დისერტაცია თემაზე - „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“. კლინიკური და მორფოლოგიური კვლევებით დავრწმუნდი, რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში არათუ შესაძლებელია , კარგ შედეგსაც იძლევა. ამ დეფექტების მქონე პაციენტების უმრავლესობას აქვს ფსიქოემოციური პრობლემა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საბასთვის გამეკეთებინა საახლწლო საჩუქარი. ეს არის ჩემი პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალი - მივანიჭო ადამიანებს ბედნიერება და ეს მეც ძალიან მაბედნიერებს.

https://deamed.ge/ge

R

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები სტიპენდიას აწესებენ პანდემიისგან დაზარალებული ავტორების მხარდასაჭერად

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი