ავტორი:

"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია "პოლიპატიმრებს" უწოდებს - ირაკლი კობახიძე

"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია "პოლიპატიმრებს" უწოდებს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენელები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება. „იმდენად ზედმიწევნით არის ეს კანონპროექტი დამუშავებული, მათ შორის მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. რაც შეეხება კითხვას, თუ ვის შეეხება, მუხლები, ეს არის დაკონკრეტებული და შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია. დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ, მათ ეს კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხებათ“,-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა საფუძველი აქვს ამ ინიციატივას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „დღეს დროა, 1000-მდე პატიმარს ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოს“.

„ამნისტია არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამისილება. შედარებით ხშირად ხორციელდება ხოლმე სტანდარტულად ამნისტიის აქტი. თუ თქვენ ისტორიას გადახედავთ, პარლამენტში ამნისტიის ათეულობით კანონია მიღებული. საკმაოდ დიდი ინტერვალი გაჩნდა რეალურად და ჩავთვალეთ, რომ დღეს არის დრო იმისთვის, რომ 1000-მდე პატიმარს შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი.

მუხლებიც არის სათითაოდ განხილული იმისთვის, რომ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება მიგვეღო“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ