ავტორი:

21 დეკემბრიდან უნიკალური პროექტის “ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოიცემა

21 დეკემბრიდან უნიკალური პროექტის “ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოიცემა

21 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად უნიკალური პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოვა.

წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 15.00.

შეგახსენებთ, რომ საუკუნის პროექტის 9 ტომი მე-16 ტომიდან უკვე ახალი აღთქმის განმარტებებს ეთმობა. მათში ერთად იქნება თავმოყრილი წმინდა მამათა განმარტებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დღემდე ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი.

„პირველი, ვისაც ვთხოვე და ვურჩიე, რომ შეეძინათ „ბიბლია განმარტებებით“, ნიშანდობლივად - ახალი აღთქმის ნაწილი (მე-16 ტომიდან), არიან ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები, რომელთაგანაც ზოგიერთი თუ ეზიარება ქრისტეს მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოთ (ლოგიკურია, ალბათ, ასეც უნდა მოვქცეულიყავი); მეორე, ვისაც ვურჩიე (და, რაღაც აზრით, დავავალდებულე), რომ მას გაეცნონ და გამოიყენონ, არიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები (შესაძლოა, ეს ყოფილ სტუდენტებზეც განივრცოს). დარწმუნებული ვარ, ბევრ საგულისხმო ადგილს ნახავთ ამ წიგნებში, რომლებშიც თავმოყრილია ეკლესიის მამათა და თეოლოგთა განმარტებანი, დაკავშირებული ცალკეულ ბიბლიურ ეპიზოდებთან (მუხლებთან), რომელთაგანაც ზოგი პირველად ქვეყნდება თანამედროვე ქართულ ენაზე (მაგ.: ნეტარი იერონიმე სტრიდონელის, ბერი ექვთიმე ზიგაბენის და სხვ. კომენტარები), ზოგი კი აქამდე ჩვენს ენაზე არსებულ თარგმანებს ემყარება, ოღონდ მაქსიმალურად შეკვეცილსა და შემოკლებულს მკითხველის სურვილისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით“, - აღნიშნავს სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი და პროექტის კონსულტანტი გიორგი თოდუა.

გამომცელობა "პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: „მაგნიტი“, „ნიკორა“, „დეილი“, „ეკონომიქსი“, „სპარი“, „ფრესკო“დასხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge -სქოლ-ცენტრს: 577991651

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს

14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-2 ტომი გამოვიდა