ავტორი:

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში

რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიხილავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობაში არანაირი დაპირისპირება არაა.

„კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის და მედია ნუ შექმნით აჟიოტაჟს, სადაც საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას მისი მინისტრთა ახალ კაბინეტში ყოფნა არ სურს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ დღეს დილით საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

„ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას. არა სურვილებს, არამედ გადაწყვეტილებას. დაველოდოთ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილებას“, - მიმართა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

"ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი" - გამყრელიძე და თურნავა საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, საკითხზე გუნდში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს" - მიხეილ ჩხენკელი