ავტორი:

"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?

"მშობიარობის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე ტირილი დავიწყე..." - რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა და რაზე ნერვიულობს ახალბედა დედა?

პატარა ჯერი ანი ბებიას და ილო ბეროშვილის პირველი საერთო შვილი გახლავთ. რის გამო ნერვიულობს ახალბედა დედა და როგორ აქვთ მშობლებს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ფუნქციები განაწილებული, ამ და სხვა დეტალების შესახებ ანი ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- დედის ამპლუაში ყოფნა რთულია, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ღამის თევებსა და ყველანაირ სირთულეს მავიწყებს.

- დედობის პასუხისმგებლობა როდის გააცნობიერეთ?

- შეიძლება, ახლაც ვერ ვაცნობიერებ, არ ვიცი... ბავშვი რომ გაჩნდა, მერეც ვერ ვაცნობიერებდი: ჯერ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ისტერიკები მჭირდა, სულ ვტიროდი - მისი მოვლის ძალიან მეშინოდა... ახლა ნელ-ნელა უკვე ვაცნობიერებ. ჯერი 4 თვის არის. კონტაქტში შემოსვლა შეუძლია. მეც და ბავშვიც აზრზე რომ მოვედით, მას მერე დედობის პასუხისმგებლობას უკეთ ვაცნობიერებ...

- ბავშვზე ზრუნვის ფუნქციები თქვენ და ილოს როგორ გაქვთ განაწილებული?

- ბავშვს მხოლოდ მე და ილო ვზრდით: როგორც მე ვაკეთებ ყველაფერს, ისე აკეთებს ილოც, თუ სახლშია, რა თქმა უნდა, ანუ ჯერიზე ილოს მზრუნველობის შესახებ "მეხმარებას" ვერ ვიტყვი, რადგან ბავშვს თანაბრად ვუვლით. სულ იმაზე ვხუმრობ, რომ ერთადერთი, ბავშვს ძუძუთი ვერ კვებავს, თორემ დანარჩენს ყველაფერს აკეთებს (იცინის).

- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული პატარის მოვლა?

- პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სირთულეებია, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება, თუნდაც - ახლა, როცა მაგალითად, ბავშვი ვერ ამბობს, რატომ ტირის, სტკივა, შია, რა აწუხებს... ახლა ნელ-ნელა მაინც ვხვდები, რა აწუხებს, მაგრამ თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი. მაგალითად, ბავშვს რომ აჭმევ, მერე უნდა "ამოაქარვებინო" ანუ პირიდან "გაზები" ამოუშვას. ეს არ ვიცოდი. პატარა ტიროდა, ტიროდა... მეგონა, შიოდა. ვაჭმევდი. მთელი დღე ბავშვი დავტანჯე - მკერდზე მიწებებული მყავდა... ახლა ეს ყველაფერი ვიცი. ფსიქოლოგიურ სირთულეებს რაც შეეხება, მისთვის მომავალში განათლების მიღებაზე ვფიქრობ, ასევე - როგორ გარემოში, ქვეყანაში იცხოვრებს და ა.შ.

- ბავშვს სახელი როგორ შეურჩიეთ? რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ჰოროსკოპის მიხედვით, ახლა ხომ ვირთხის წელიწადია? ჯერი წელს გაჩნდა. ასტროლოგიას, ზოდიაქოს ნიშნებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირადად მე, მაიმუნის წელში, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ. მაიმუნზეც და მერწყულზეც ვგიჟდები!.. აბა, ვირთხა როგორი საყვარელია? ვირთხასთან დაკავშირებით, ადამიანს ცუდი ასოციაცია უჩნდება. მერე გამახსენდა, რომ "ტომი და ჯერის" ჯერი წრუწუნა, თითქმის იგივე ვირთხაა. ის ხომ უსაყვარლესია? თან, ამ მულტფილმზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! აქედან გაჩნდა ბავშვისთვის სახელის დარქმევის იდეაც: აღვნიშნე - ჯერი რა საყვარელია. საერთოდაც, რა მაგარი სახელია, მოდი ჯერი დავარქვათ-მეთქი! ასე გავასაყვარლე ვირთხის წელიწადი.

- ილომაც მხარი აგიბათ?

- კი, წინააღმდეგი არ ყოფილა.

- ვის ჰგავს, უკვე ხვდებით?

- ბევრი მეუბნება, რომ მე მგავს, ბევრი - ილოს ჰგავსო. ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ვხვდებით, ვის ჰგავს, მაგრამ მართლა ასეა: ჯერი ხან მე მგავს, ხან - ილოს. ვერ იტყვი, - "კოპიო" მამა ან დედააო. გარეგნობის რაღაც დეტალებით მე მგავს, რაღაცებით - მამას. ისეთი მუსიკალური სმენა აქვს, რომ გაოგნებული ვარ. ალბათ, ამით მამას დაემსგავსა, რადგან მუსიკალური სმენა მე არ მაქვს (იცინის). ჯერის ხასიათს ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ კამერის მიმართ გიჟური სიყვარული აქვს - ამით მშობლებს დაგვემსგავსა. მაგალითად, როგორც კი ტელეფონს დაინახავს, მაშინვე კამერაში იყურება. პირველი სიუჟეტის გადასაღებად ტელევიზიიდან რომ გვესტუმრნენ, ჯერი დაახლოებით 1 კვირის იყო და კამერაში გიჟივით იყურებოდა. დღემდე ასეა.

- მახსოვს, ტელეეთერში თქვენთან ერთადაც იყო...

- კი, ტელევიზიაში დამყავდა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ვერ ვტოვებდი. ვირუსის გამო, ახლა ძალიან მეშინია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა...წაიკითხეთ სრულად

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე