ავტორი:

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" წერს:

"როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება.

თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედიში" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, მას საკმოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკის ხელმძღვანელობა მზად არის, საგამოძიებო ორგანოებთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.

„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“,-განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

შორენა ბეგაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ ქალიშვილთან ერთად აიცრა - ფოტოები