ავტორი:

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად 4 დღეს აძლევს. ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, თუ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი 4 დღის ვადაში არ განხორციელდება, მაშინ თბილისის მუნიციპალური ინსექცია თავად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ვინაიდან დამრღვევი ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ ნომერს და მოახდინოს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, 4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს და მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს თითოეული ასეთი დამრღვევი ფაქტის გამოსავლენად და განახორციელებს რეაგირებას“, - განაცხადა ჯღაკავამ.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა თბილისში განხორციელებულ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელ სახლებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო დემონტაჟის განხორციელებაზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ, რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, - განაცხადა ჯღარკავამ.

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა

ბიტკოინის ფასმა 37 ათას დოლარს გადააჭარბა - რა შემოსავალი აქვს კრიპტოვალუტის მწარმოებელ კომპანიას საქართველოში?

სემეკი დღეს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებზე იმსჯელებს