ავტორი:

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი.

"მოდით, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ რა ხალხიც აქ არის შეკრებილი, ჩვენ ბევრი არაფერი არ გვაერთიანებს, მაგრამ უსამართლობამ შეგვკრიბა და კონკრეტულად არჩევნების გაყალბების თემამ. წარმოუდგენელი შედეგია, ამ წუთის მდგომარეობით მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სწორედ ამაზე იყო დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში გეგმა არის და იქნება, მაგრამ არ არის აუცილებელი თქვენ იცოდეთ. მთავარია, ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს. როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"შევთანხმდით საბოლოოდ..." - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

"არ მითქვამს, თითქოს მძლეთამძლე ვარ..." - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებაზე

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი