ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია დღეს ქვეყანაში და რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია დღეს ქვეყანაში და რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

ამავე ინფორმაცით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.

ინფიცირებული 1104 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გორში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში 15 ნოემბერს გარდაცვლილი ქალის ცხედარი ოჯახს დღემდე ბინაში ჰყავდა