ავტორი:

კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება - რას აცხადებენ ჯანმოში და რა არის ცნობილი ახალი ვირუსის შესახებ

კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ის უკვე ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ „ბი-ბი-სის“ განუცხადა.

„დიდმა ბრიტანეთმა ის აღმოაჩინა სექტემბერში. ის გაჩნდა ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთში. ჩვენ მუდმივად ვხედავთ, როგორ ვლინდება კორონავირუსის მუტაცია. საჭიროა მათი შესწავლა, როგორ ვრცელდება და რა შედეგები აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილი ვირუსის მუტაცია, ასევე გამოვლინდა დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო.

მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის დიდ ნაწილში, ლონდონის ჩათვლით, ახალი, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო.

ამასთან, არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი განსხვავებულად რეაგირებს ვაქცინებზე.

კვირას, ნიდერლანდებმა შემოიღო სამგზავრო ფრენების აკრძალვა დიდი ბრიტანეთიდან ახალი ვარიანტის გამო. აკრძალვა ძალაში დარჩება 1-ელ იანვრამდე.

BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხის წინ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვდასხვა რეგიონში დაფიქსირდა.

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ინფიცირებული პირებიც უნდა აიცრან

შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა