ავტორი:

"მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა... ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ ამას ვასწავლიდით" - თეოდორე გიგნაძის სკანდალური ქადაგება

"მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა... ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ ამას ვასწავლიდით" - თეოდორე გიგნაძის სკანდალური ქადაგება

თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქადაგების დროს მრევლს კორონავირუსის შესახებ ესაუბრა და პანდემიის პერიოდში სასულიერო პირების ქცევა გააკრიტიკა:

"ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა…

მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება თავიდან ღვთის განგების გარეშე და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ: "ვაიმე, ახლა მასონებს რა გეგმები აქვთ, რას იზამენ ახლა, აცრებით ხომ არ დაგვღუპავენ ყველას?!" ასე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი და მით უმეტეს სასულიერო პირი?!

…მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ როცა პანდემიის პირველი ტალღა ნაკლებად შეგვეხო, ეს ყველაფერი ჩვენს განსაკუთრებულ სულიერებას მოვაწერეთ და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისკენ ვიშვერდით ხელს, რომ ჩვენ პანდემიამ ვერაფერი დაგვაკლო… იმასაც კი ვამბობდით, რომ ჩვენ არ გვესწავლება მათგან არაფერი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ…

ახლა როგორ ვართ?! ახლა ვინ უსწრებს განსაცდელში?! ამაში აშკარა ღვთის ხელი არ არის, ჩვენი ფარისევლური სულის სამხილებლად?!

ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით", - განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.