ავტორი:

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

“ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სერიოზული პრობლემებია - ვფიქრობ, დიდ ქვეყნებთან სავიზო თემები გადასახედი იქნება" - ვახტანგ გომელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"