ავტორი:

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

ბოლო წლების განმავლობაში, უკვე მერამდენედ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე საუბრობენ. აფხაზური მედიის ცნობით, “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს ვიტალი საველიევს შეხვდა, სადაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნის შესაძლობლობასა და სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე იმსჯელეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბჟანია ამ თემით მოსკოვში ჩავიდა, ekhokavkaza.com-ის ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებშიც იყო ჩასული, რა დროსაც აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ.

გასული წლის აგვისტოში, სოხუმის აეროპორტის ინვესტორად რუსული კომპანია “აეროინვესტი” სახელდებოდა, რომელიც მინვოდის აეროპორტის მფლობელია და ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი მეთაურის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, არსენ კანოკოვის ჰოლდინგს, “სინდიკას” უკავშირდება. მაშინ რუსი ინვესტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აეროპორტი, ფაქტობრივად, განადგურებულია და მისი აღდგენა ნულიდან უნდა დაწყებულიყო.

სოხუმში ჩასულმა რუსული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მთავარი ამოცანაა ავიამიმოსვლის აღდგენა, პირველ რიგში, რუსეთთან. გარდა ამისა, “როსავიაციის” წარმომადგენლის განცხადებით, ავიაციის სპეციალისტებიც უნდა გადამზადებილიყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მიჩუმდა. აფხაზეთში ამბობენ, რომ ხარჯი იმდენად დიდი იყო, რუსეთს მასში ინვესტიციის ჩადება არ უღირდა.

"აფხაზებს არც ახლა სჯერათ, რომ აეროპორტი აღდგება, ან თუ აღდგება, ის მხოლოდ მთლიანი შეთანხმების ნაწილი იქნება, რომელზეც სხვა რაღაცებიც, დიდი ალბათობით, “უძრავის ქონების პრივატიზების დაკანონების ნაწილზე იქნება” მიბმული. საუბარია, რუსეთის მიერ პრივატიზების პროგრამების განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც კრემლი პირდაპირ ითხოვს ხელი მიუწვდებოდეს ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაზე, შესაძლებობა ჰქონდეს, შეიძინოს აეროპორტი, რკინიგზა და რაც მთავარია, ადგილობრივ კანონმდებლობაში გაკეთდეს ისეთი ჩანაწერი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის პრივატიზება შეეძლოთ...", - წერს ადგილობრივი მედია.

აფხაზი ინტერნეტ მომხმარებლბის თქმით, საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს განმარტებული ყველა დეტალი - აეროპორტის აღდგენა, რომელიმე კერძო ინვესტორის მიერ აფხაზეთის “ხელისუფლებასთან” ერთად მის ამუშავებას ნიშნავს, თუ კერძო პირს ამოფარებული რუსეთი ხელისუფლება ცდილობს რეგიონში არსებულ სრულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლი დაამყაროს.

“ერთია თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელუბული პროექტები, სადაც აფხაზეთის ხელისუფლების უფლებები იქნება გამიჯნული და დაცული, თუმცა ბჟანიას გუნდი იმდენად ჩუმად მოქმედებს, დიდი ალბათობით სოციალური კრიზისიდან გამოსაძრომად ყველაზე არაპოპოლარული გზა აირჩია - დააკანონოს უცხო ქვენებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა", - წერს ერთ-ერთ ერთი ადგილობრივი, მირიან გოლანძია.

“რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა. რა ქნას ამ ბჟანიამაც, მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანს ინვესტორებს?! ცხადზე ცხადია, რომ რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს არც აქვთ აფხაზეთის მიმართ ფინანსური და ეკონომიკური ინტერესი, არც იციან გარემო და არც უღირთ გარისკვად. იქნებ არ იყოს დამღუპველი და ვცადოთ, გააკეთონ ეს აეროპორტი, გაუმჯობესდება მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, აღადგინონ ეს ჩამოშლისა და დანგრევის პირამდე მისული შენობები. როდემდე უნდა ველოდოთ რაღაც სასწაულს?! ხომ ხვედავთ, თუ აფხაზი ფულს სხვაგან შოულობს, უკან არასდროს ბრუნდება, ოჯახის წევრებიც თან მიჰყავს, გონზე მოდით ხალხო, ნუ შევეწირებით ურაპატრიოტრიზმს!" - მიაჩნია ლესია ჯოპუას.

“აფუთფუთდნენ ბჟანიას ტროლები, ცდილობენ, როგორმე გაამართლონ ბჟანიას გუნდის ნაბიჯები, მაგრამ არ გამოუვათ. ამიტომაც გამოდიან რიგ-რიგობით და ლაპარაკობენ, რომ ასეთი მძიმე პერიოდი 90-იანი წლის ომის შემდეგაც არ ყოფილა. რუსეთს ინვესტიციის ჩადებას არავინ უშლის, მაგრამ მის ეკონომიკას ვერ მივუერთებთ, როგორც არ უნდა შეფუთონ, თუ მოსკოვი ჩვენი მძიმე პირობებით სარგებლობას გადაწყვეტს, ამას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ", - წერს ლაშა აკირთავა.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობაზე, ქართული მხარის რეაქცია ასეთია - იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, როგორც მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, ის დაარღვევს, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს სახელმწიფომ 1993 წლიდან დაკეტა. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.