ავტორი:

5 მიზეზი, თუ რატომ არის სასიამოვნო სპორტული მანქანის მართვა

5 მიზეზი, თუ რატომ არის სასიამოვნო სპორტული მანქანის მართვა

მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდები, მინივენები, სედანები და უკვე ელექტრომობილები ბაზრის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია, სპორტული მანქანებიაქტუალობას არ კარგავენ.

სპორტული ავტომობილის მოყვარულები უამრავ მიზეზს ჩამოგითვლიან, თუ რატომ არის მისი მართვა უფრო კომფორტული, სასიამოვნო, სახალისო და აზარტულიც კი. ჩვენ მათ შორის 5 მიზეზი შევარჩიეთ:

ავტომობილის მართვის ხარისხი

სტანდარტულისგან განსხვავებით, სპორტული ავტომობილებისთვის დამახასიათებელია უფრო მაღალი პერფორმანსი. სპორტული მანქანის მართვა უფრო სასიამოვნოა, ის მეტად დამყოლი და სწრაფია და მანევრის შესრულების საშუალებას „ჩვეულებრივ“ მანქანასთან შედარებით უკეთ გვაძლევს.

ვიზუალი

სპორტული მანქანების აგრესიული, შემტევი და უხეში ვიზუალი, რომელიც ულამაზესი ფერებითა და ფორმებით არის წარმოდგენილი, ნამდვილად გვიჩენს სურვილს, რომ ერთხელ მაინც ვმართოთ ისინი.

სამომავლო ღირებულება

„ჩვეულებრივი“ ავტომობილების ფასები სწრაფად ეცემა,სპორტული ავტომობილის შემთხვევაში კი საქმე ცოტა სხვაგვარად გვაქვს: მათი ფასი დაბლა ნელი ტემპით იწევს. მიზეზი ისევ მონაცემებია: ვიზუალი,მაღალი პერფორმანსი და სხვა. თქვენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც იქნება, ვინც აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ძველი სპორტული ავტომობილი შეიძინა, თანაც არც ისე ხელმსაწვდომ ფასად და ამით ამაყობს.

თვითგამოხატვის შესაძლებლობა

როგორც ტანსაცმელს თუ სამკაულს, ავტომობილსაც მეპატრონის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. სტერეოტიპულად რომ მივუდგეთ, მინივენს ან ჯიპის ტიპის ავტომობილებს ხშირად მართავენ ადამიანები, რომელთაც დიდი ოჯახები ჰყავთ, ხოლო ვისთვისაც ეკონომიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანაზე აკეთებს არჩევანს. სპორტულ ავტომობილებს კი ძირითადად, ავტომოყვარულები ყიდულობენ. ის საშუალებას გვაძლევს, თავი ვიგრძნოთ გამორჩეულად და გამოვხატოთჩვენი ინდივიდუალურობა, ცხოვრების სტილი.

მართვის სიამოვნება

სპორტული ავტომობილების მიმზიდველობა მათ დეტალებშია, რომელსაც დიზაინერები უდიდეს ყურადღებას აქცევენ. იქნება ეს სავარძლის დიზაინი, ციფერბლატები თუ სხვა დეტალები, სპორტულ მანქანებში ისინი ჩვეულებრივისგან ყოველთვის განსხვავებულია.

მართვისას მძღოლი გრძნობს, რომ მის ხელთ რაღაც გამორჩეული და განსაკუთრებულია.

სამოყვარულო სპორტულ ავტომობილებს შორის, ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია 2020 წლის Kia ProCeed. ის, უახლეს ტექნოლოგიებთან და გამოკვეთილად სპორტულ ხასიათთან ერთად, გამოირჩევა საოცრად დახვეწილი, უნიკალური დიზაინით, რომელმაც Red Dot-ისგან წლის საუკეთესო დიზაინის ჯილდო და მსოფლიო აღიარებაც დაიმსახურა. ავტომოყვარულები მასზე არჩევანს ფასისა და მონაცემების გამო აჩერებენ.

აღსანიშნავია მისი დიზაინის შექმნის ტექნოლოგიაც. KIA Motors-ის ევროპის დიზაინის ცენტრმა სრულიად ინოვაციური მიდგომა აირჩია. XR ტექნოლოგიის მეშვეობით დიზაინერები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე. XR მოწყობილობას დიზაინერები თვალებზე ირგებენ (ეს ერთგვარი ვირტუალური სათვალეა განსაკუთრებული შესაძლებლობებით) და უკვე წარმოებულ ავტომობილებში ვირტუალურად შეაქვთ ცვლილებები, რაც დიზაინის სრულყოფაში ეხმარებათ.

Kia Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი გიორგი ამაშუკელი თავად მართავს Kia ProCeed-ს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ProCeed GT არის KIA-ს ახალი სპორტული უნივერსალი, ე.წ. "Shooting Brake", რაც, დღეისათვის, ევროპის საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კონცეფციაა და გვთავზობს სპორტული ხასიათის, თანამედროვე დიზაინისა და ყოველდღიური პრაქტიკულობის იდეალურ სინთეზს”, - აღნიშნავს ის.

ჩვეულებრისამებრ, სპორტული ავტომობილები 2 კარით არის აღჭურვილი, Kia ProCeed კი წარმოდგენილია 4 კარით, რას მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო პრაქტიკულს ხდის.

ავტომობილის მახასიათებლებია სპორტული ტურბო აგრეგატი 204 ცხენის ძალით; 7-სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი; აჩქარება 7,5 წამი; უახლესი ტექნოლოგიები და უსაფრთხოების სისტემები; ავტომატური პარკირების სისტემა; პანორამული ლუქი და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები, რომელიც საბოლოო ჯამში, დახვეწილი ვიზუალის სპორტულ მანქანას ქმნის.

ამჟამად, Kia Motors Georgia-ში აღნიშნულიმოდელის შეძენა ექსკლუზიურ ფასად არის შესაძლებელი, მოქმედებს განვადების განსაკუთრებული პირობები 6 წლამდე ვადითა და წინასწარი 0%-იანი შენატანით, საჩუქრად კი 6-თვიანი დაზღვევა, 5 წლიანი გარანტია ან 150 000 კილომეტრი გარბენი. ასევე, KIA Motors Georgia-ს ექსკლუზიური პირობების აქვს „თიბისი კონცეპტისა“ და „სოლოს“ მომხმარებლებისთვის. იმისათვის, რომ Kia Proceed-ის შესაძლებლობებში ავტომოყვარულები თავად დარწმუნდნენ, შეუძლიათ, საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობას Facebook გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ და ტესტ-დრაივზე ჩაეწერონ.

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება