ავტორი:

რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

რისი ჩუქებაა წელს ყველაზე პოპულარული? - საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

ახალ წლამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება, საჩუქრების სამზადისი კი უკვე დაიწყო. თუ უკვე იცით, თქვენს საყვარელ ადამიანებს რა გაუხარდებათ, მაშინ საქმე მარტივად გაქვთ, ხოლო თუ საჩუქარი თქვენ უნდა შეარჩიოთ, ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

2020 წლის მოვლენებმა ცხოვრების სტილთან ერთად, საჩუქრების ნუსხაზეც მოახდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა - პოპულარული გახდა საშინაო ტანსაცმლისა და სახლის აქსესუარების ჩუქება.

ქართულ და უცხოურ მაგალითებზე დაყრდნობით, ჩვენ შევადგინეთ საჩუქრების მცირე სია, რომელიც წელს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს:

ჰუდი

წელს, ჰუდების ნამდვილი ბუმია. ზამთრის მოსვლასა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან ერთად, მასზე მოთხოვნამ საგრძნობად იმატა. ამიტომაცაა, რომ ონლაინ მაღაზიათა უმეტესობა ჰუდებზე ფასდაკლებებს, მიტანისა და გადაცვლის განსაკუთრებულ პირობებს და სხვადასხვა აქციას გვთავაზობს.

თბილი, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი ჰუდი ობიექტურად იმსახურებს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქრის ტიტულს. კომფორტული ჰუდის მორგებას, დივანზე კომფორტულად მოწყობას და ასე მუშაობას ზამთრის სუსხში ნამდვილად არაფერი სჯობს.

საღამური და სახლის კომფორტული ფეხსაცმელი

ჰუდის მსგავსად, საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ღამის სამოსი, რომელსაც უნდა ვაღიაროთ, დღისითაც სიამოვნებით ვიცვამთ-ხოლმე.

თუ შეგიმჩნევიათ, საკუთარი თავისთვის ძვირადღირებული საღამურის ყიდვისგან ძირითადად, თავს ვიკავებთ, თუმცა ძალიან გვინდა, რომ მოვირგოთ. თუნდაც ამიტომ, მაღალი ხარისხის საღამური და სახლის ფეხსაცმელი ადრესატისთვის შეიძლება ახალი წლის საუკეთესო საჩუქრადაც იქცეს.

უსადენო ყურსასმენები

უსადენო ყურსასმენები 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარია. ორიგინალი უსადენო ყურსასმენების ფასი სადენიანთან შედარებით 2-3-ჯერ ძვირია, თუმცა გაცილებით პრაქტიკულია და ალბათ, გამძლეც.

მისი ფასიდან გამომდინარე, ტექნიკის მაღაზიები ორიგინალ უსადენო ყურსასმენებს განვადებითაც გვთავაზობენ. თუ ის ჩვენი საყვარელი ადამიანის სასურველი აქსესუარია, რატომ არ უნდა გავახაროთ წინასაახალწლოდ?

თმის უთო-სავარცხელი

თუ სხვადასხვა სილამაზის ჯგუფს გადაავლებთ თვალს, მარტივად აღმოაჩენთ, რომ ქალების უმრავლესობის სურვილს ასეთი პრაქტიკული ნივთის ქონა წარმოადგენს. თმის უთო-სავარცხელი რამდენიმე მოძრაობით ასწორებს ან ახვევს თმას, მაღალი ხარისხის მეტალისგან დამზადებული კი არ წვავს მას.

ამგვარი სავარცხლის შეძენა საქართველოშიც, სხვადსხვა ტექნიკის მაღაზიაშია შესაძლებელი ან შეგვიძლია, Amazon.com-დან და სხვა უცხოური გვერდებიდან თუნდაც განვადებით გამოვწეროთ. ამგვარი განვადების შესახებ დეტალურად გიამბობთ.

გამჭვირვალე ყავის ჭიქები

ზოგადად, ჭურჭლის პოპულარიზაციაში Instagram-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გამჭვირვალე ჭიქაში მომზადებული მადისაღმძვრელი კაპუჩინო, ლატე ან თუნდაც ამერიკანო, მართლაც მიმზიდველად გამოიყურება.

შეიძლება ითქვას, რომ ყავის გამჭვირვალე ჭიქები 2020 წლის ტრენდია და ამ მატონიზირებელი სასმლის მოყვარულებს ძალიან გაახარებს.

სამკაული

მიუხედავად პანდემიისა, სამკაული საჩუქრების ჩამონათვალში მაინც წამყვან პოზიციას იკავებს. მისი ჩუქება სიმბოლურიცაა, რადგან არც გაცვდება და ტექნიკის მსგავსად, გაფუჭების შანსიც მცირეა, შესაბამისად, საყვარელ ადამიანს ჩვენგან სახსოვრად დარჩება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და წინასაახალწლოდ, საიუველირო მაღაზიები საკმაოდ მიმზიდველ ფასდაკლებებს გვთავაზობენ, არჩევანი კი დიდი და მრავალფეროვანია.

დამეთანხმებით, ჩამოთვლილი საჩუქრების უმეტესობა დაბალ საფასო კატეგორიაში არ გადის, ამიტომ შეიძლება, ჩვენი საახალწლო ბიუჯეტისთვის ერთგვარი წნეხიც აღმოჩნდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი როგორც ქართულ მაღაზიებში, ისე უცხოურ ვებ-გვერდებზე განვადებით შეძენაც შესაძლებელია.

ამაში დაგვეხმარება ტოპ|ქარდი, რომლის მფლობელსაც უკვე წინასწარ აქვს დამტკიცებული განვადების ლიმიტი და ნივთის შეძენისას, უბრალოდ პლასტიკური ბარათით გადაიხდის. ამ დროსმხოლოდ მან იცის, რომ განვადებით სარგებლობს, არ უწევს ცალ-ცალკე განვადებებზე რიგში დგომა და ლოდინი.

ტოპ|ქარდის ყველა მფლობელისთვის 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე განვადების გაორმაგებული ვადები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩუქრების ღირებულებას უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილებას შეძლებთ.

მაგალითად, უსადენო ყურსასმენებში ან სამკაულში ერთდროულად 400-500 ლარის გადახდისგან თუ თავს ვიკავებთ, შეგვიძლია შევარჩიოთ საჩუქრები რე|ბანკის პარტნიორ მაღაზიებში და თანხა ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი დანამატის გარეშე დავფაროთ.

გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები სტიპენდიას აწესებენ პანდემიისგან დაზარალებული ავტორების მხარდასაჭერად

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები