ავტორი:

"იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას" - გიორგი ფხაკაძე

"იმედია, ქვეყანა 24 დეკემბერს არ გაიხსნება, რადგან ის ძალიან პატარა მონაპოვარი იმდენად ფრთხილი ბალანსია, რომ აშვებით უფრო მეტად დავაზიანებთ საზოგადოებას" - გიორგი ფხაკაძე

იმედი მაქვს, რომ ქვეყანა არ გაიხსნება 24 დეკემბერს იმიტომ, რომ ის ძალიან პატარა მონაპოვარი, რასაც უკვე ვხედავთ, არის იმდენად ფრთხილი ბალანსი, რომ აშვებით და გახსნებით ჩვენ უფრო მეტად დავაზიანებთ ჩვენს საზოგადოებას როგორც ეკონომიკურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში 6-კვირიანი მკაცრი ჩაკეტვა არის ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ერთადერთი წამალი, 6 კვირის შემდეგ კი უნდა მოხდეს წერტილოვანი გახსნა.

ამასთანავე, გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ იმ წინადადებაზე ისაუბრა, რაც მან ხელისუფლებასაც შესთავაზა, ერთ-ერთი წინადადება სატვირთო ავტომობილებისთვის „წითელი დერეფნების“ მოწყობას გულისხმობს.

„მე ეს წინადადება შევთავაზე საბჭოზეც, რომ შექმნილიყო „წითელი დერეფნები“. ჩვენი ქვეყანა, როგორც სავაჭრო - ტრანზიტული ქვეყანაა, ვერ ჩავიკეტებით, საზღვარზე ტესტების გაკეთება კი არის ძალიან დიდი სისულელე და რესურსების ხარჯვა. ჩემი შეთავაზება იყო ამ დერეფნების გაკეთება სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-რუსეთიდან შემომავალი სატვირთოებისთვის. ვთქვათ, მძღოლი შემოდის რუსეთიდან და მიდის სომხეთში, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ, პრაქტიკულად, ვლუქავთ მანქანას და ყოველ 50 კილომეტრში გაკეთდებოდა წითელი ზონები, სადაც იქნებოდა ბენზინგასამართი სადგურები, თავისი საპირფარეშოებით, კვების ობიექტებით და ამ მძღოლებს არ ექნებოდათ ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ერთ ყურში შეუშვეს მეორეში გამოუშვეს. არადა, ამის გაკეთებას უნდა მხოლოდ და მხოლოდ დაჯდომა და ერთ კვირაში ჩვენ, პრაქტიკულად, შევამცირებდით ვირუსის გავრცელებას.

რაც შეეხება ჩემს მეორე შეთავაზებას, ჩვენ გვაქვს მაღალმთიანი რაიონები, მაგალითად რაჭა, სვანეთი, თუშეთი, ეს არის ქვეყნის ის რაიონები, რომლებიც შეიძლება იყოს ერთი ან ორი გზით მისასვლელი, უნდა ჩაიკეტოს ეს გზა და ეს რაიონები გამწვანდეს, ყველა ადამიანი უნდა დაიტესტოს და პრაქტიკულად, ჩვენ გვექნებოდა ეს მწვანე ზონები და, დაახლოებით, 2 თვეში საქართველოს ტერიტორიის 70% იქნებოდა გამწვანებული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში