ავტორი:

"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა იმის წინაპირობას იძლევა, რომ 4 თვის განმავლობაში სოციალურ პურზე ფასი არ გაიზარდოს, თუმცა პურის ის კატეგორია, მათ შორის თონის პური, რომელზეც სუბსიდირება არ ვრცელდება, შესაძლოა, გაძვირდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ სუბსიდირების პროგრამა პურის ფასების სტაბილიზაციას ითვალისწინებს, ის უკვე დაიწყო და 2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება, ანუ 4-თვიანი პროგრამაა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ამ პროგრამით ფქვილი ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად მიეწოდება იმ საცხობების და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, შესაბამისად, ეს მექანიზმი იმის დასაბუთებულად თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი ამ ოთხი თვის განმავლობაში არ გაიზრდება. ეს ეხება პურს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ესაა ეგრეთ წოდებული ბატონის პური, ქვის პური და სხვა. მეორე საკითხია ის, რომ გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური და სხვა, რადგან ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-ჯერ, 7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად“, - აღნიშნა მან.

ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არაა.

„აშშ-დან პროგრამა „კერძო სექტორი პარტნიორობისათვის“ ფარგლებში 30 000 ტონა ხორბალს ვღებულობთ, რომელიც ნაწილი უკვე შემოვიდა საქართველოში“, - განაცხადა სილაგავამ.

მესტიაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატებისთვის, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

რა ვითარებაა სავაჭრო ობიექტებში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს - IPN.GE-ს ფოტორეპორტაჟი

"თუ რესტორნები 15 იანვრიდან არ გაიხსნება, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ - პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა, აქედან მხოლოდ 500 გადარჩება" - შოთა ბურჯანაძე