ავტორი:

"ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!" - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს

"ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!" - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს

"ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!", - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას, როგორც ექიმს უკვირს, რატომ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში შიმშილით სიკვდილთან დაკავშირებით.

"ახლა უნდა დავსვა ერთი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად აჟღერებენ - შიმშილით სიკვდილი, ექიმს ეს მიკვირს! რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და ჟურნალისტებმა არასწორად დაწერეს, რატომღაც არ უნდათ ამაზე სწორი აქცენტირება გააკეთონ. კი არ ვუწყრები, მაგრამ ვთხოვ იატროგენულ დაავადებაში ნუ მიიღებენ ჟურნალისტურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას! გთხოვთ, მე მაინც მითხარით ამხელა გამოცდილება მაქვს, ამდენი ცხოვრება გამოვიარე, ამდენი ინფორმაცია მაქვს - ჩვენთან შიმშილით სიკვდილით შემთხვევა არსებობს თუ არა, ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!“ - მიმართა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლადო კახაძემ.

ამასთან, კახაძემ მინისტრობის კანდიდატს მოუწოდა, მკვეთრად გაიწეროს კრიტერიუმები, რითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქულები ენიჭებათ.

"ჩვენ ვიცით, რომ ქულების მინიჭების სისტემატიზაცია არსებობს და თქვენ დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ. როგორ ხდება ამ კრიტერიუმის მშრალი მათემატიკური ფორმულირებით სარგებლობა? იქნება ამ კრიტერიუმებს დავაყენოთ ერთხელ და სამუდამოდ საშველი, რომ ბენეფიციარებს კითხვები არ გაუჩნდეთ სოციალური მუშაკების მიმართ, დეპუტატების მიმართ და საერთოდ ეჭვის საგანი აქედან აღმოვფხვრათ“, - განაცხადა კახაძემ.

"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შეასძლო სანქციების დაწესებაზე

"პიკეტი" პარლამენტთან - დეპუტატებს შენობაში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ (LIVE)

Live - რა ხდება პარლამენტთან: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება