ავტორი:

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება.

ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკუძალა არ ექნება.

„ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას - დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყვეტთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიების მხრიდან არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს აქვს ადგილი და ამ ორს შორის წითელი ხაზი უნდა გაივლოს. ოხანაშვილმა განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და ამ უფლებას მათ არავინ უზღუდავს.

„საპარლამენტო საქმიანობა აპრიორი საკანონმდებლო საქმიანობას არ ნიშნავს. საპარლამენტო საქმიანობა საკუთარი ამომრჩევლის ნების რეალიზებას ნიშნავს და თუ კონკრეტული პარტია იმას იტყვის, რომ არაფერს ნიშნავს მანდატი, რაც მას ხალხმა მისცა, ეს პოლიტიკურ საბოტაჟს ნიშნავს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილება.

"პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას რჩევები, დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, დაგვაკლდება ელენე ხოშტარია, ვაშაძე" - კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში არყოფნაზე