ავტორი:

"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

"სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, სიძემ დაჭრის შემდეგ მეუღლე შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საობრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა.

გარდაცლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვავდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა.

"ნასვამმა მეუღლეს სასმელისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა. დაკავებილისთვის სამუდამო პატიმრობას მოვითხოვთ" - ამბობენ ელიზა კალანდაძის ოჯახის წევრები.

პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი ფოტო: მოკლული ელიზა კალანდაძე

მარნეულში, მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, დისტრიბუციის მანქანით გაუჩინარებული მამაკაცი შალვა გულუა სახლში დაბრუნდა