ავტორი:

მობრძანდით "მიჰაუსში"! ჩვენთან უსაფრთხოა

მობრძანდით "მიჰაუსში"! ჩვენთან უსაფრთხოა

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებისთანავე "მიჰაუსი" თავის უზარმაზარ, უსაფრთხო სივრცეში იღებს მომხმარებლებს. აქ უკვეჩვეულ რეჟიმში, თქვენი თვალით, ხელის შეხებით შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის შერჩევა და შეძენა.

რა თქმა უნდა, ამიერ კავკასიაში უდიდეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ კვლავაც შეუფერხებლად ფუნქციონირებს ონლაინ მაღაზია, მაგრამ გარეთ შენაძენებზე გასვლას მონატრებული მომხმარებლებისთვის იდეალური პერიოდია „მიჰაუსში“ სავაჭროდ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რაც 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლების გახსნას გულისხმობს, ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ხუთშაბათის, 24 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან გახსნილია და მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება საღამოს 7 საათამდე.

პანდემიის პერიოდში (სწორედ პანდემიის მიმდინარეობის დროს გადადგეს „მიჰაუსის“მფლობელებმა გაბედული ნაბიჯი და 2020 წლის 17 ივლისს გახსნეს უზარმაზარი სავაჭრო ობიექტი) სადეზინფექციო სამუშაოები მიჰაუსში ინტენსიურად ტარდება, ამასთან, მოწმდება თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

თუმცა, მანდემიის პირობებში, ჰიპერმარკეტის მომხმრებლების ნაკადები დარეგულირებას დაექვემდებარება, ვინაიდან, დადგენილი ნორმებით, 20 კვ/მფართობზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. თუმცა, ამ მხრივ, „მიჰაუსის“ შიდაფართობის სიდიდე (12 000 კვ/მ – ერთდროულად 600 მომხმარებლის მიღებაა შესაძლებელი) საშუალებას იძლევა, თითქმის შეფერხების გარეშე მიიღოსმომხმარებლები.

"მიჰაუსის" შესახებ

„მიჰაუსი“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალებისჰიპერმარკეტია და ის 12 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გაშლილი.„მიჰაუსში“ სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000–მდედასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტში იდეალურად მუშაობს პროდუქციის ონლაინ შერჩევისა და შეძენისსისტემა, სადაც მომხმარებლები Live რეჟიმში, ონლაინ ესაუბრებიან კონსულტანტს დაარჩევენ სასურველ პროდუქტს.

შერჩევის შემდეგ მომხმარებელი შეკვეთას საიტზე განათავსებს, ხოლო შენაძენს კურიერი მითითებულ მისამართზე მიაწვდის.

ცნობისთვის, „მიჰაუსმა“, გახსნის დღიდანვე ადვილად აუღო ალღო ონლაინ ვაჭრობას დათავისი მომხმარებელი საჭირო პროდუქციის გარეშე არ დაუტოვებია.

R

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს დაბადების დღე პარლამენტის ტრიბუნიდან (ვიდეო)

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

"10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში" - ზურა ყიფშიძე პანდემიაზე, ოჯახსა და პატარა კოსმოზე