ავტორი:

რატომ არის ლიზინგი სამშენებლო ბიზნესისთვის ახლა უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ოდესმე?

რატომ არის ლიზინგი სამშენებლო ბიზნესისთვის ახლა უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ოდესმე?

სამშენებლო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. პანდემიის მიუხედავად, სექტორი მაინც ახერხებს ახალი პროექტების განვითარებასდა დასაქმებულების შენარჩუნებას.რამდენად მაღალბიუჯეტიანიც არ უნდა იყოს დეველოპერული კომპანია, მას ახალი პროექტის დასაწყებად მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება უწევს, არასწორად გათვლილი ხარჯები კი შეიძლება ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

მუხლუხა/ბორბლიანი ექსკავატორი, უკუციცხვიანი და ფრონტალურიდამტვირთველი, გრეიდერი, თვითმცლელი, გზის დამგები/სატკეპნი, ფრეზი,ბულდოზერი - სამშენებლო ტექნიკის მთელი ეს ჩამონათვალი უმსხვილეს თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დეველოპერებს მისი ერთიანი გადახდით შეძენაუჭირთ. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი მიმართავს ლიზინგს, რომელიც ხარჯების სწორად გადანაწილებისთვის ოპტიმალური გამოსავალია.

სანამ საქართველოში ლიზინგი აქტუალური გახდებოდა და აღნიშნული საქმიანობით დაკავებული კომპანიები მომხმარებლის გულს მოიგებდნენ, სამშენებლო კომპანიებიტექნიკას ქირაობდნენ-ხოლმე. აღნიშნული პრაქტიკა ახლაც შემორჩენილია, თუმცა ნაწილი კომპანიებისა უკვე სალიზინგო სერვისზე გადაერთო.

ტექნიკის ღირებულების 80-90%-იან დაფინანსებაში შედის სალიზინგო კომპანია, დეველოპერი კი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე იხდის აღებული ვალდებულების საფასურს. პირობებზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ „თიბისი ლიზინგის“ შეთავაზებები:

  • სალიზინგო კომპანიის მომწოდებლებისგან ახალი ტექნიკის მარტივად, 1-2დღეში შეძენის შესაძლებლობა, როცა ბანკში პროექტის დამუშავებას ფინანსებით, 4-5 დღე დასჭირდება;
  • დღგ-ს სრულად დაბრუნების შესაძლებლობა. ამასთან, მას პროცენტი არ ერიცხება;
  • სალიზინგო კომპანია იხდის ქონების გადასახადს, რომელიც სტანდარტული 0.6%-ის ნაცვლად არის 1%;
  • ლიზინგის ვადაში სალიზინგო კომპანიას აქვს ტექნიკის მონიტორინგის ვალდებულება, რაც კლიენტს ეხმარება, აქტივის მიმდინარე ტექნიკური მდგომარეობა შეიტყოს;
  • ტექნიკა დაზღვეულია;
  • მოძრავ ტექნიკას აქვს ჯიპიეს მოწყობილობა, რომლითაც კლიენტს შეუძლია აკონტროლოს, სად მოძრაობს მაგალითად, მისი ექსკავატორი;
  • სამშენებლო ტექნიკის საზღვარგარეთ შეძენის შესაძლებლობა სალიზინგო კომპანიის დახმარებით.

უმრავლეს შემთხვევაში, სამშენებლო ტექნიკის დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ლიზინგი. ტექნიკა ძირითადად, დღიურად, კვირების მანძილზე ან თვეობით ქირავდება, კომპანიას კი შეიძლება ის 1-2 წლის ვადითაც დასჭირდეს. თანაც სამუშაოების თუნდაც რამდენიმეკვირიანი შეჩერების შემდეგ, მას ტექნიკის თავიდან დაქირავება მოუწევს, რადგან ძველი გამქირავებელი ახალ კლიენტს იპოვის დაკომპანიას არ დაელოდება. ცხადია, ამ მხრივ დროისა და ადამიანური რესურსების ხარჯვა სამშენებლო ბიზნესს იმაზე მეტად უხდება, ვიდრე ეს ლიზინგის შემთხვევაშიიქნებოდა. თანაც ლიზინგით შეძენილი ტექნიკა შემდეგ სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში რჩება და მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა სალიზინგო მომსახურებაზე. გაჩნდა კონკურენცია და სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცათ, სულ უფრო უკეთესი პირობებით ისარგებლონ.

„თიბისი ლიზინგის“ სწრაფი დაფინანსების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული - 1 მილიონ აშშ დოლარია.

მეტიც, არსებობს მეორეული სწრაფი სამშენებლო პროდუქტის ლიზინგიც, რომლის დაფინანსების მოცულობა 500 000 აშშ დოლარია. სამშენებლო ტექნიკის ლიზინგით სარგებლობა სტარტაპებსაც კი შეუძლიათ და მათთვის სპეციალური პირობებია გათვალისწინებული.

„თიბისი ლიზინგის“ საახალწლო შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სამშენებლო ბიზნესი კიდევ უფრო მოგებული რჩება. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ბრენდები - CAT, JCB, XCMG, MECALAC, SDLG, VOLVO, WACKER NEUSON)ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, კლიენტები საჩუქრად სერვისებს, გარანტიას, საბურავებს, ფასდაკლებებს, ოპერატორის გადამზადების სრულ კურსსა და სხვა მნიშვნელოვან მომსახურებასა და პროდუქციას მიიღებენ. აღნიშნული შეთავაზებები 31 დეკემბრამდე გრძელდება. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის დეტალურად მისაღებად მიჰყევით ბმულს.

საბოლოო ჯამში, ლიზინგით სარგებლობა სამშენებლო სამუშაოების ტემპის დაჩქარებას უწყობს ხელს. დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, კომპანია არ ყოვნდება და ფინანსებსაც ზოგავს. დაქირავების და ერთიანი გადახდითან ტექნიკის სტანდარტული სესხით შეძენის ნაცვლად, სამშენებლო კომპანიები სწორედ ამიტომ მიმართავენ ლიზინგს.

R

"1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 441 ხელოვნურ სუნთქვაზეა" - რა დეტალებია ცნობილი კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა

"შიმშილობენ ბავშვები...კუჭის ამოვსება არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა საჭირო ძირითადი ,ვიტამინები მიიღო" - ცნობილი პედიატრი ბავშვთა შიმშილის შესახებ