ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ "ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს. როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა,აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.

"15000-მდე ადამიანმა გამოხატა მისი პოზიცია და მხარი დაუჭირა ნიკა მელიას, დაახლოებით 8000-მდე ადამიანმა თავის სიმპატია გამოხატა ლევან ვარშალომიძის მიმართ და როგორც თავიდანვე განვსაზღვრეთ, მათი პოზიცია იქნება გადამწყვეტი ყრილობისთვის, რომელიც გაიმართება ზეგ და ყრილობა ოფიციალურად გააფორმებს ამას, როგორც საქართველოს კანონმდელობით არის დარეგულირებული ეს საკითხი,“- განაცხადა კირკიტაძემ.

როგორც ცნობილია პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებდნენ.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"