ავტორი:

"გამოვიკეტე კარი... სამსახური არ მაქვს...სასოწარკვეთილების შეგრძნება დამეუფლა" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

"გამოვიკეტე კარი... სამსახური არ მაქვს...სასოწარკვეთილების შეგრძნება დამეუფლა" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ქვეყბის პრობლემებზე და პანდემიის დროს გაჩენილ სირთულეებზე საუბრობს. როგორც მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში აღნიშნა, პანდემიის პერიოდში სასოწარკვეთილების განცდა დაეუფლა:

"საკმაოდ მძიმე წელი იყო, მხოლოდ სიმძიმე და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ არჩევნების საშუალებით შეიძლებოდა რაღაცა მაინც გამოსწორებულიყო და დაგვეწყო მერე იმ ახალი საფეხურიდან დალაგება, მაგრამ აქაც საოცრად გაგვიცრუვდა იმედები, ასე რომ საკმაოდ მძიმეა, თან ამ ზამთარში, ამ პანდემიაში ამდენი იმედგაცრუება.

ბოლოს რაზეც აღშფოთებული ვიყავი, ადამიანები გამოყარეს სახლებიდან და თავზე დაანგრიეს ჭერი, ეს იყო რაღაცნაირი აკორდი, გაჭირვებულს რომ ბოლომდე ჩაწიხლავ. ყველასთვის, მარტო იმ ხალხისთვის არა, ეს სანახავად იყო ისეთი რთული გადასატანი, რომ დღემდე არ ამომდის ეს კადრები თავიდან.

ყველა განიცდის ამ ჩაკეტილობას, მე განსაკუთრებულად გამოვიკეტე კარი იმიტომ, რომ სამსახური არ მაქვს, არ დავდივარ სამსახურში, ბავშვები საბავშვო ბაღში არა...ვართ ტყეში, კუნძულზე და თითქოს რაღაც სასოწარკვეთილების შეგრძნებაც კი დამეუფლა, თუმცა მჯერა, რომ გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შემთხვევაში უნდა გვქონდეს იმედი და შევძლოთ თავის ხელში აყვანა", - ამბობს მაკა ჩიჩუა.

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?

ოპოზიციამ 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსა - "მოგიწოდებთ, დავიწყოთ დიდი მსვლელობა"