ავტორი:

"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"თუ თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე და ამ უნიკალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ, ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა ფარსია" - ნიკა მელია

"ვერცერთი ოლიგარქი, ვერცერთი ოლიგარქის მილიარდი, წრფელი ადამიანების ემოციას ნამდვილად ვერ დაამარცხებს და ვერ აჯობებს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ასევე თანაგუნდელ ლევან ვარშალომიძეს.

ნიკა მელიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ მიმზიდველი უნდა გახდეს და ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდეს.

"ახლა მთავარი არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველას გაუღოს კარი. ვინც ახლა მისმენს, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, ვისი მხარე უნდა დაიკავოს მომავალში, თუნდაც ხვალ, მაგრამ აქვს იდეები, ამბიციები. ჩვენ უნდა გავხდეთ მათთვის მიმზიდველები. არ დაგიმალავთ, ჩემი მთავარი ამოცანა და ამბიცია არის ბევრი ახალი ადამიანი გამოცდილ ადამიანებთნ ერთად, რომლებმაც მიმიღეს ამ პარტიაში 2013-2014 წლებში.

ერთად ჩვენ ძალიან საინტერესო გზას გავივლით. ჩვენ არ ვიბრძვით საკუთარი თავის გამარჯვებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ჩემი პირობა ძალიან პრინციპულია. თუ უახლოეს პერიოდში, თვეებში ვერ მოვახერხე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ წყალობდა "ნაციონალურ მოძრაობას, არ იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ აღარც "ქართული ოცნების“ მხარადამჭერები არიან უკვე დიდი ხანია, თუ ჩვენი თანამოქალაქეები ვერ დავაინტერესე თქვენთან ერთად და ისინი არ გახდნენ ამ უნიკალური მოძრაობის წევრები, მე მოგატყუებთ თქვენ, მოვატყუებ საკუთარ თავს და ჩავთვლი, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობა უბრალოდ ფარსია“, - განაცხადა მელიამ.

"მართლა შესაძლებელია, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურა უბრალოდ წავიდეს? როგორც წესი, ასე არ ხდება" - რას ამბობს ევროპარლამენტარი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია

ვინ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ახალი წევრები - ნიკა მელიამ განახლებული გუნდი წარადგინა