ავტორი:

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან - ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, კინოთეატრი, ულამაზესი ხედები - ისაა, რაც ერთი თვალის შევლებითაც კი იქცევს ყურადღებას. ინტერიერსა და სახლის განლაგება-მოწყობაზე სალომე თავად გვესაუბრა და კარგი გიდობაც გაგვიწია.

- უკვე 10 წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ. აშენების პროცესში მე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მაშინ ვახოს ცოლი არ ვიყავი. თუმცა ჩემი გემოვნებით შეირჩა ფერები. უპირატესობას ღია, ნათელ ტონებს ვანიჭებ, მართალია, მუქი ფერები მოდაშია, მაგრამ მე ძალიან მღლის და არ მაყენებს კარგ ხასიათზე.შესაბამისად, ინტერიერი უფრო ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი. რადგანაც ძალიან სულსწრაფი ვარ ყველაფერში და არ შემიძლია ლოდინი, სასწრაფოდ შევარჩიეთ ავეჯი, მერე რაღაცები აღარ მოგვეწონა და გამოცვლა მოგვიწია.

ამიტომაც სულ კამათია იმაზე, რომ ჯობს დაველოდოთ და ჩამოვიდეს ის, რაც გვინდა, ვიდრე აქ ვიყიდოთ. მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და ხანდახან გაუთვალისწინებლად გვიხდება რაღაცების შეცვლა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, რადგან ერთი და იგივეს ყურება მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელია. მაგრამ ჩვენი სახლი ძალიან დიდია და მარტივი ცვლილებებიც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თანაც მირჩევნია, ფინანსები უფრო სწავლა-განათლებას მოხმარდეს, ვიდრე უბრალოდ მობეზრებული ნივთი შევცვალო. თუ ფუჭდება და გამოსაცვლელია, ეს სხვა საქმეა.

ვერ ვიტყვი, რომ სახლი კლასიკურ სტილშია მოწყობილი. არ მიყვარს ანტიკვარიატი, შეიძლება ასაკთან ერთად დავიწყო მისი სიდიადის აღქმა, მაგრამ ახლა არ მიზიდავს. დედაჩემი გიჟდება ასეთ ნივთებზე და სულ მეუბნება, შენ ვერ ხვდები ამის ფასსო. მამძიმებს და არ მიყვარს სხვისი გამონაცვალი ნივთი, მძიმე აურა აქვს, ამიტომ მირჩევნია, ვიყიდო რამე მარტივი, რომელსაც დაუნანებლად შევცვლი, როცა მომბეზრდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი სახლი არც კლასიკურ სტილშია და არც სრულიად თანამედროვეა, უფრო ამ ორი სტილის მიქსია. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები