ავტორი:

თქვენი განწყობის ნაძვისხეები „მიჰაუსში“

თქვენი განწყობის ნაძვისხეები „მიჰაუსში“

რომელ ფერებთან ასოცირდება თქვენთვის ახალი წელი? ტრადიციულად – მწვანესთან, ოქროსფერთან და ვერცხლისფერთან. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საახალწლოდ თქვევნი სახლი მხოლოდ ამ ფერებში უნდა მორთოთ. ყველა ადამიანი ორინიგალური და რატომ არ უნდა იყოს ასეთივე თქვენი მთავარი საახალწლო აქსესუარი?

და აი – თანამედროვე, ტრენდული, ფერადი ნაძვისხეები ამიერკავკასიაში უდიდეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ გამოჩნდა. ჰიპერმარკეტის მომხმარებლები აქ შეძენილი ნაძვისხით ნამდვილად ორიგინალურ გარემოში შეხვდებით უდიდესი მოლოდინებითა და იმედებით აღსავსე ახალ წელს.

„მიჰაუსის“ მიერ წარმოდგენილი ნაძვისხეები არასტანდარტულია და უამრავი ფერიდან თქვენი გემოვნების, განწყობის შესაფერის ნაძვისხეს აუცილებლად შეარჩევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფერადი ნაძვისხეები ნამდვილი მიგნებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საახალწლო და საშობაო დღესასწაულების აღნიშვნა არაერთფეროვნად სურს.

თუმცა, ვისთვისაც საახალწლო ნაძვისხე მაინცდამაინც მწვანე ფერთან ასოცირდება, მათაც შეუძლიათ სასურველი შენაძენი გააკეთონ „მიჰაუსში“. აქ უამრავი ფორმის, დიზაინისა და ზომის ტრადიციული ნაძვისხეებია წარმოდგენილი.

აქვეა საახალწლო აქსესუარების უდიდესი არჩევანიც, რისთვისაც სხვაგან წასვლა არ დაგჭირდებათ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლები გაიხსნა, „მიჰაუსი“ სრულ მზადყოფნაში დახვდა და 24 დეკემბრიდან მომხმარებლებს უწინდებურად, ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.

ნებისმიერი რეგულაციების შემთხვევაში (ცნობისთვის, ეს უზარმაზარი ჰიპერმარკეტი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ივლისში გაიხსნა), „მიჰაუსში“ სადეზინფექციო პროცედურები ინტენსიურად ტარდება, მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

„მიჰაუსის“ სამუშაო საათები დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე გასტანს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულიაციებით დახურულ სივრცეებში 20 კვ/მ ფართობზე მხოლოდ 1 მომხმარებელი დაიშვება, „მიჰაუსი“, რომლის ფართობიც 12 000 კვადრატული მეტრია, მომხმარებლებს პრაქტიკულად შეუფერხებლად იღებს.

თუ სახლიდან გასვლა არ გსურთ, შენაძენის გაკეთება „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიაშიც შეგიძიათ გააკეთოთ და პროდუქციას სახლში კურიერი მოგაწვდით.

NS

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით

"14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და..." - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, ძმის მდგომარეობასა და ბადრი ესებუაზე