ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება - "თუ "მოვუშვით“ შეზღუდვები, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე"

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება - "თუ "მოვუშვით“ შეზღუდვები, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე"

"ყველა ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით ევროპაში დაახლოებით მე-8 ადგილზეა, მსოფლიოში კი - 12-ზე.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში უკვე აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში. ყველა მაჩვენებლით, ყველა ინდიკაროტით, რომელიც დაკავშირებულია 7-დღიან საშუალო ინციდენტობასთან , 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. მრუდს რომ შეხედავთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების განვითარების და გადაიყვანთ მას ასი ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ ჩვენ უკვე ქვემოთ მოვდივართ.

თუ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში ახალი შემთხვევების რაიოდებით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში მსოფლიოშიც, ახლა ევროპაში ვართ სადღაც მერვე ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე, ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე როგორც კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს როგორც მოგეხსენებათ, 1% ქვეყანაში და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი - 92%. ასევე შემცირებულია ე.წ. აქტიური ინფიცირებულთა რაოდენობა 13 386. გახსოვთ დეკემბრის დასაწყისში და შემდგომაც 10 დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ერთდროულად გვყავდა აქტიური ინიფიცირებული 25 000-27 000 ქვეყანაში,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იკლებს ასევე ჩატარებული ტესტირებიდან დადებითი პასუხების რაოდენობაც, ისევე როგორც ზოგადად კოვიდთან დაკავშრებით მიმართვიანობა.

"მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ ინფიცირების დადებითობის პროცენტი ქვეყანაში იკლებს. ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო მაჩვენებელი დადებითობის გვქონდა 28-29% პროცენტი, დღეს ის ჩამოსულია 13.5% პროცენტზე. განახევრებულია. ყველა ერთად ეს ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება. ასევე თუ შეადრებთ ზარებს ცხელ ხაზზე და 112-ზე, ნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ნაკლები მიმართვიანობაა ასევე პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს მიუთითებს, რომ ოდნავ სიტუაცია მშვიდდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს ჩვენ არ გვაძლევს, რადგან რეგულაციებს თუ არ დავიცავთ, სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული რეგულაციები გაგრძელდება, იანვრის ბოლოს, ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 1571 შემთხვევა იქნება.

მისივე თქმით, თუ რეგულაციები შემსუბუქდება, იანვრის ბოლოს ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა, 5000-მდე ავიდეს.

"გაგაცნობთ „ჰელს მეტრიკის“ ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუსის რეკომენდაციებს. თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც ქვეყანაში გვაქვს ახლა, გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, იანვრის ბოლოს გვენება 1571 ყოველდღიური შემთხვევა, ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს, ეს იქნება დაახლოებით 800-900 შემთვევა და რასაც ვერ იჭერს 600-700. თუ „მოვუშვით“ ის შეზღუდვები, რაც დღეს არის, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა.

"ამავე დროს, ამ შეზღუდვებთან ერთად, ჩვენ ავედით პირბადის გამოყენების 70%-მდე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გვინდა 95%. თუ ავედით 95%-მდე, იანვრის ბოლოს მაჩვენებელი, რასაც სისტემა ვერ დაიჭერს, იქნება 728-ის ფარგლებში და რასაც დაიჭერს და აღმოვაჩენთ, ეს იქნება 400-500 ფარგლებში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ვაუ, რა მაგარია... ომიკო გილოცავ" - ალუაშვილების ემოციები, როდესაც კახა კალაძემ მის მიერ ნაჩუქარი ბინა აჩვენა (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს

იგეგმება თუ არა სალონების დაკეტვა 3 იანვრის შემდეგ? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი