ავტორი:

გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

"დღეს საბჭოზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, იანვრის განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ ახალ წლებზე ტესტირების მეტად გაფართოება. როგორც ანტიგენის, ასევე PCR-ის ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, ვინაიდან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, ამ ხსნის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალი იქნება.

ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია ბაზრობას, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი - სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს ჩვენ თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და ის რეკომენდაციები, რასაც ვამბობთ - პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ასევე გაფართოებული ტესტირება და ამავე დროს, დღეს ვისაუბრეთ ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იგეგმება თუ არა სალონების დაკეტვა 3 იანვრის შემდეგ? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

"ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება" - მამა თეოდორე, მრევლთან ერთად, ქველმოქმედებას განაგრძობს