ავტორი:

რისი შეძენა არ უნდა გამოგვრჩეს ახალ წლამდე

რისი შეძენა არ უნდა გამოგვრჩეს ახალ წლამდე

წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მძიმე წელი იყო 2020 მთელი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, მის დასრულებას მოუთმენლად ველით, მაგრამ...

დარწმუნებული ხართ, რომ ახალი წლის შესახვედრად მზად ხართ? უკვე ყველაფერი მოამზადეთ ახალი წლისთვის? შეადგინეთ გეგმები და კალენდარზე შესასრულებელი საქმეები ან საყვარელი ადამიანების დღეები აღნიშნეთ? თუ არა, შეგახსენებთ, რომ 2021 წელი სულ რამდენიმე დღეში დადგება და აქვე გეტყვით, რისი შეძენა არ უნდა გამოგვრჩეს ახალ წლამდე.

ლიტერატურული კალენდარი - მისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს

გიყვართ ლიტერატურა? ან იქნებ ლიტერატურის მოყვარული მეგობარი გყავთ? რთულია წიგნის შერჩევა, როცა ადრესატის ლიტერატურული გემოვნება ზუსტად არ იცი ან დარწმუნებული არ ხარ, აქვს თუ არა ის წიგნი, რომელიც თქვენ შეარჩიეთ. ამ დროს ლიტერატურული კალენდარი იდეალური არჩევანია.

კედლის ლიტერატურულ კალენდარში მათი დაბადების თვეების მიხედვით შეხვდები ცნობილ მწერლებს. გარდა ამისა, კალენდრის ყველა გვერდზე სამოტივაციო ციტატებია მოყვანილი, რომლებიც ყოველ ახალ დღეს ენერგიით აგავსებთ; შეგახსენებთ, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ, რასაც მიზნად დავისახავთ.

სამაგიდო კალენდარი - ყოველი დღის წარმატებული დასაწყისისთვის

საქმიანი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ამავე დროს ყველაზე დიდი თავსატეხიც დროის სწორი განაწილებაა. სამაგიდო კალენდარი სწორედ მათ გამოადგებათ ყველაზე მეტად, ვისაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმე აქვთ და ხშირად წუწუნებენ, რომ საკმარისი დრო არ აქვთ.

სამაგიდო კალენდარის მიმზიდველი ვიზუალი, მოსახერხებელი ფორმა და ზომა ყველანაირ ინტერიერს მოუხდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ. მონიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შესასრულებელი საქმეები. ასე აღარაფერი დაგავიწყდებათ და უფრო ორგანიზმებულიც გახდებით.

საქმიანი დღიური - წარმატებული და პროდუქტიული დღეებისთვის

დღის განმავლობაში რამდენი საქმეც უნდა გქონდეთ, ყველაფერს მოასწრებთ, თუკი პრიორიტეტებს სწორად დაალაგებთ და დროის ჭკვიანურად გაანაწილებთ. ამაში საქმიანი დღიური ნამდვილად დაგეხმარებათ. საქმიან დღიურში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ საკონტაქტო ინფორმაცია, შესასრულებელი საქმეები, შეამოწმოთ კალენდარი და ა. შ. გარდა ამისა, ყოველი გვერდის ბოლოს მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების ციტატებია მოყვანილი, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებთ.

აღსანიშნავია, რომ საქმიანი დღიური არა მხოლოდ საქმეების შესრულებაში, არამედ განტვირთვაშიც დაგეხმარებათ. დღიურის გვერდებს შორის განსატვირთი (ანტისტრესი) გვერდებიც არის დაბეჭდილი, რაც გონების დამშვიდებასა და საქმიდან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.

კალენდრებისა და საქმიანი დღიურის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

28 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეოთხე ტომი გამოვა

24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად