ავტორი:

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

ქეთი ხატიაშვილის გვარ-სახელი და პირველი წარმატება ფართო საზოგადოებისთვის მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უკავშირდება. ქეთი დღესაც აქტიურია. პანდემიის პერიოდში „ტელესკოლის“ ფარგლებში პატარებს ტანვარჯიშს ასწავლიდა, სახლში კი შვილთან ერთად იღებდა ვიდეოებს, რომლებსაც ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არც ისე დიდი ხნის წინ ქეთიმ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა, გარკვეული თანხა დაამატა და დიდი დიღმიდან საცხოვრებლად ვერაზე გადავიდა. სახლის შერჩევის, რემონტისა და მოწყობის ამბების შესახებ ქეთისთან ინტერვიუს და ახალ სახლის ფოტოებს ჟურნალი "შინი" აქვეყნებს:

- ამ სახლში დაახლოებით 6 თვის წინ გადმოვედი, მანამდე დიდ დიღომში ვცხოვრობდი დედასთან და ჩემს შვილთან - ანასტასიასთან ერთად. ქალაქის ცენტრში გადმოსვლა სულ მინდოდა. ბინა, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვიგე, გავყიდე, დავამატე გარკვეული თანხა და დავიწყე ძებნა. ახალ კორპუსებშიც მთავაზობდნენ ბინას, მაგრამ მე უფრო ძველი სახლები მიზიდავდა - მაღალი ჭერით, ხის დარაბებით, პარკეტით. ამიტომაც არჩევანი თბილისური ეზოს ტიპის სახლზე შევაჩერე, რომელიც მეორე სართულზეა, აქვს იზოლირებული შესასვლელი და კარი, მაგრამ ამავდროულად - საერთო ეზო.

როცა მაკლერმა ეს სახლი მაჩვენა, ვერც კი აღვიქვი, აქ როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელი მოწყობილიყო, რადგან ეს იყო მეკლდეურების სკოლა, კედლები არ ჩანდა, სულ საცოცი ბილიკები იყო მოწყობილი, ძირს კი - ლეიბები გაფენილი, ფანჯრების მდებარეობაც ვარაუდით „გამოვიცანი“, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინაც კი ჩანდა, რომ ნათელი ბინა იყო. მართალია, ასეთი მდგომარეობა დამხვდა აქ მოსულს, მაგრამ ხომ ხდება ისეც, რომ გრძნობ, შენია. მეც ეს შეგრძნება დამეუფლა და გადავწყვიტე, მეყიდა.

რემონტს დაახლოებით 9 თვე ვაკეთებდი. ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა, თან ბევრი საქმე მქონდა და ესეც ხელს უწყობდა რემონტის გაწელვის პროცესს. ავიყვანე დიზაინერი, რომელიც ძალიან დამეხმარა, რენდერებამდე მიიყვანა ყველაფერი და შემდეგ უკვე ხელოსნებმა სისრულეში მოიყვანეს ჩანაფიქრი. ფერებზე, განლაგებასა და სხვა დეტალებზე ბევრი ვიმსჯელეთ. უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდა ჩემი სახლი, სად რა ავეჯი იდგებოდა და ა.შ.

ძალიან მინდოდა, ახალ წელს ამ სახლში შევხვედროდი, მაგრამ ისევ და ისევ ბევრი საქმის გამო, ვერ მოხერხდა დასრულება. 2020 რომ დადგა, ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამასობაში კორონავირუსიც წამოგვეწია, დაიხურა დარბაზები და მთელი ყურადღება სახლზე გადავიტანე. ბევრი რამ ახლაც გასაკეთებელი და დასასრულებელია, მაკლია დეტალები, ნახატები და ა.შ. მაგრამ ესეც ნელ-ნელა იქნება.

ბინა 4 ოთახისგან შედგება, დიდი თეთრი ჰოლიდან, სადაც მცენარეები სარკის წინ იწონებენ თავს, მისაღები მოჩანს. ინტერიერი კონტრასტულ, მაგრამ პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. მისაღებში ლურჯი დივანი დგას, კედელს ეტყობა, რომ ნახატებისთვისაა „გამზადებული“, ტორშერი კი მედიდურად დაჰყურებს მაგიდას. დივნის წინ კედელზე ტელევიზორია ჩამოკიდებული, კონსოლზე კი საინტერესო ნამუშევრებია მოთავსებული...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

"დღისით შენდებოდა ყველაფერი, ღამე ერთმანეთს ესროდნენ" - კონფლიქტი და ადამიანები ტკივილიანი ისტორიებით (kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი)

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

გამოკითხული მოსახლეობის 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს - NDI-ის კვლევა