ავტორი:

"უხანში, სავარაუდოდ, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული" - კვლევა

"უხანში, სავარაუდოდ, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული" - კვლევა

ჩინეთის ქალაქ უხანში, შესაძლოა, მოსახლეობის თითქმის 5% კორონავირუსით ყოფილიყო დაინფიცირებული, BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

უხანში დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე იქნებოდა.

BBC-ი წერს, რომ თუკი კვლევის შედეგები სიმართლეს შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ უხანში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის 10-ჯერ მეტი ყოფილა.

კვლევის ფარგლებში უხანში, პეკინში, შანხაისა და კიდევ ოთხ პროვინციაში მცხოვრებ 34 000 მოქალაქეს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში მთელ ჩინეთში კორონავირუსით 87 027 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 4 634 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 82 037 - გამოჯანმრთელდა.

"შევაჩეროთ მოპარვა" - ტრამპი 6 იანვარს, ვაშინგტონში დიდ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს

"უეცარად გაუმწვავდა რადიკულიტი..." - ჯანმრთელობის პრობლემის გამო რომის პაპი ახალი წლის მესას ვერ გაუძღვება

ახალმა ზელანდიამ 2021 წლის დადგომა აღნიშნა