ავტორი:

"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა

"ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში" - გიგი უგულავა

"რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც "გირჩი 2“ შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში", - ამის შესახებ “ევრპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილი “ქართული ოცნების” მიერ არის გაფუჭებული.

“არ ვაპირებ ირაკლი კობახიძის, ამ ღლაპის კომენტირებას, არასერიოზული ტიპაჟია. ჩვენ ივანიშვილთან გვაქვს საქმე, კობახიძე არის მისი ჩვეულებრივი მარიონეტი, რომლისგანაც არაფერი გამოვა. კობახიძე არის მოქოქილი თოჯინა, რომელსაც ალაპარაკებენ. ყველაზე უსირცხვილოა, როგორც ჩანს, გუნდში და შესაბამისად, როგორც ჩანს, შეუძლია ერთმანეთის გამომრიცხავი რაღაცები თქვას, ამიტომ ვილაპარაკოთ ფაქტებით.

ფაქტი არის ერთი, რომ საპროცედურო კომიტეტმა გუშინ უფლებამოსილება შეუწყვიტა ბატონ გახარიას, მაგრამ 55 დეპუტატის განცხადება ოპოზიციიდან არ განიხილეს და კითხვა ჩნდება, რატომ არ განიხილეს?! სიმართლე არის ერთი, მათ შემოიღეს დრაკონული კანონები, იბაქიბუქეს და შემდეგ მოუწიათ ამ კანონების გადადება განუსაზღვრელი ვადით ანუ ვენეციის კომისიაში გაგზავნა - უკან დაიხიეს. მათ შეეძლოთ დღესვე განეხილათ ჩვენი განცხადებები, მაგრამ არ განიხილეს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ : ბატონო თალაკვაძე (თავმჯდომარე -დე ფაქტო მაინც ის არის, მიუხედავად იმისა, რომ ბოსი, როგორც ჩანს კობახიძე ჰყავთ) განიხილეთ ჩვენი განცხადებები, დააკმაყოფილეთ და შეწყვიტეთ უფლებამოსილება, ნუ აკეთებთ იმას, რაც თქვენ საქმე არ არის, მანევრი არ ნიშნავს კანონის დარღვევას”.

არანაირი მანევრი “ქართულ ოცნებას” არ აქვს, “ქართული ოცნება” არის ტომარაში ჩაგდებული, რომელსაც აქვს ნულოვანი მანევრის შესაძლებლობა. მას თუ ჰგონია, რომ მანევრის შესაძლებლობა ის არის, რომ მისი სახელით მისი ემისრები, ელისაშვილის სახით რომ დადის და რაღაცებს დასისინობს, ეგ მანევრი არ არის, ეგ არის ის, რომ გატეხილი ადამიანი იპოვეს და ბოლომდე მის ექსპლუატაციას აკეთებ, რაც მათ მორალზე მეტყველებს. ელისაშვილი რომ გაფუჭებულია დღეს, გაფუჭებულია მათ მიერ და ამ გაფუჭებულ ადამიანს დაატარებენ ეთერ-ეთერ და აბჟუტურებენ სისულელეებს.

მთავარს ვერ ხვდებიან და მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც რეალობას შუბლს მიარტყამენ, მიხვდებიან ერთ მარტივ რაღაცას, რომ ჩვენ ვართ უკვე ახალ რეალობაში და ახალ რეალობაში თემა - მოდი ეს შევიდეს პარლამენტში და მოდი ეს გამოვიდეს, აღარ დგას. ახალ რეალობაში დგას ერთადერთი საკითხი, რომ თუ გვინდა განვმუხტოთ კრიზისი სერიოზულად, უნდა ვილაპარაკოთ და დღის წესრიგის თემა არ უნდა იყოს შესვლა-გამოსვლის საკითხი - დამთავრდა შესვლა-გამოსვლა, ვისაც უნდა შევიდეს. აგერ ელისაშვილს, ან იაგოს “გირჩს” უნდათ?! - შევიდნენ.

“გირჩი" რომ ამბობს, შევა “ნაციონალური მოძრაობა” და მერე შევალთ ჩვენო, აქაც ხომ ვირეშმაკობას აქვს ადგილი?! “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა უნდა გააკეთოს ამისთანა? - დაწერა 36-ვე კაცმა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და “გირჩმა” რატომ არ დაწერა განცხადება?! ელოდებიან, სანამ “ქართული ოცნება” ამ დაწერილ განცხადებებს უყრის კენჭს, ესე იგი, ელოდები “ოცნებას”, “ოცნებამ” ეს გადადო - ესე იგი, მოგცა დრო აქ წყალი აამღვრიო, აქ წყალს ვერ აამღვრევ. ეგ არის ამ საცოდავების მანევრი, ეს არის ამათი ტვინი. ვისაც გადაწყვეტილი აქვს შესვლა - შევიდეს, ვინც იძახის, ვინ ოხერი აკავებს ელისაშვილს?! ვის რაში სჭირდება ელისაშვილი?! ელისაშვილი “ქართული ოცნებაა” დღეს, არაფრით განსხვავდება მათგან, მისი დღის წესრიგი ოპოზიციის ლანძღვაა, მზე ამოდის ბოკერიას გინებით და ჩადის უგულავას გინებით და ახლა “ლელო” და ა.შ.

სპოილერია ეს კაცი და ვისაც სპოილერობა უნდა - წავიდეს, განგრენას სჯობს მოიკვეთო ფეხი, თუ მთელი სხეული შეიძლება დაგიზიანოს ანუ ის ოპოზიციას ვეღარ და აღარ წამოადგენს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამიტომ ეს დამთავრდა, ეს შესვლა-არ შესვლის საკითხები. ჰგონიათ, ახლა ვახო მეგრელიშვილს ან იოსელიანს რომ გაუგზავნიან ვიღაცებს, ამით რაღაცას შეცვლიან. დავამთავროთ მეგობრებო იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყანა უნდა მართოთ და ეს ქვეყანა არის კრიზისში. ვისაც უნდა შევიდეს, რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც “გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში”, - განაცხადა უგულავამ.

"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს" - იან კელი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე