ავტორი:

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

რუსულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») სტატიაში, სათაურით: "რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს“, გამოაქვეყნა მწერალ ალექსანდრე მიასნიკოვისა და ისტორიკოს ნიკოლოზ სვანიძის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რუსეთში შექმნილ ვითარებას შეეხება. გაზეთმა სთხოვა მათ, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუცია შეეფასებინათ, მაგრამ ისე, რომ თითქოსდა ქვეყნის სათავეში იოსებ სტალინი დგას: როგორ მოიქცეოდა ბელადი 2020 წელს და როგორ მოაგვარებდა იგი ქვეყნის წინაშე გაჩენილ პრობლემებს.

აი, ზოგიერთი ფრაგმენტი:

- დაამარცხებდა სტალინი პანდემიას?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- ალბათ, დაამარცხებდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გერმანიასთან ომის დროს, საველე მძიმე პირობებში, წითელ არმიაში არანაირი ეპიდემია არ მომხდარა: ექიმებს და მეცნიერებს ამოცანა ჰქონდათ, რომ მაღალ დონეზე შეენარჩუნებინათ სანიტარიული წესების დაცვა. არსებობდა სპეციალური ეპიდემოლოგიური დაზვერვის ქვედანაყოფები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ვირუსებს ებრძოდნენ არა ჩინოვნიკები, არამედ ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები.

ნიკოლოზ სვანიძე:

- ჩემი აზრით, იოსებ სტალინი რომ ახლა რუსეთის სათავეში იყოს, საზღვრებზე "რკინის ფარდა“ იქნებოდა ჩამოფარებული. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ვირუსს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა გაუჭირდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, დაიწყებოდა დასავლეთის ბრალდებები, რომ ვირუსი მათ შექმნეს და რუსეთში გავრცელებას აპირებენ... ალბათ, განმეორდებოდა "ექიმთა საქმე“. ნამდვილი ციფრები დამალული იქნებოდა.

- რამდენად სწრაფად შეიქმნებოდა ვაქცინა რუსეთში სტალინის მმართველობის პირობებში?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- ვფიქრობ, სწრაფად შექმნიდნენ. ისევ ომის პერიოდს გავიხსენებ. როცა წითელი არმია ევროპის ქვეყნებში შევიდა, იქ სრულიად სხვა ავადმყოფობები და ინფექციები იყო, საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით. ეპიდემია რომ არ დაწყებულიყო, წინასწარ დაარსდა ლაბორატორიები, მომზადდა კადრები, გაძლიერდა სანიტარული დაზვერვა და დაიწყეს ვაქცინების შექმნა. დღეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვაქცინები მაქსიმალურად მოკლე დროში დამზადდა.

ნიკოლოზ სვანიძე:

- ალბათ, შეიქმნებოდა, თუმცა ვაქცინის დამზადება ისე მოხდებოდა, როგორც ატომური ბომბისა - ანუ დაზვერვა რომელიმე ქვეყანას მოპარავდა მონაცემებს, რუსეთში კი ამ მონაცმებით მეცნიერები ისარგებლებდნენ. თან მათ დაემუქრებოდნენ - ვაქცინას შექმნით უმოკლეს ვადაში, თორემ დახვრეტა და ციმბირის ბანაკი არ აგცდებათ...

- როგორ რეაქციას გამოავლენდა იოსებ სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ? გაგზავნიდა მას სახალინზე ხიდის მშენებლობაზე თუ დააჯილდოვებდა?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხანგრძლივი მმართველობის პრეცედენტს არ დაუშვებდა. რეგიონებში საკადრო ცვლილებები ხშირად ხდებოდა, რათა ადგილობრივ ხელმძღვანელებს თავი "ბატონებად არ ეგრძნოთ“. ახალ ადგილზე ადამიანი გარემოცვის გარეშე ინიშნებოდა. დღეს ჩვენ კორუფციაზე ვლაპარაკობთ, მაგრან ნორმალურად ვთვლით, რომ ყოველ დიდ ჩინოვნიკს ახალ ადგილზე თავისი გარემოცვიდან თან ბევრი მიჰყავს. იოსებ სტალინი ამას არ დაუშვებდა. დღევანდელ ჩინოვნიკ-მილიარდერებთან სტალინს სხვანაირი ლაპარაკი ექნებოდა...

ნიკოლოზ სვანიძე:

- სტალინი რომ რუსეთის პრეზიდენტი ყოფილიყო, ბელორუსი კი მის შემადგენლობაში, ვფიქრობ, ბელორუსები მიტინგზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდოდნენ, მეორედ მცდელობა აღკვეთილი იქნებოდა, გაჩნდებოდა ახალი ბელორუსი პოლარულ ჩრდილოეთში. ალექსანდრე ლუკაშენკოს მოქმედებას კი სტალინი არ დაუშვებდა. მას არ უყვარდა ზედმეტი თვითშემოქმედება... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან

რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა"

კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი წყალბურთის მატჩზე - რა ფოტოებს აქვეყნებს აშშ-ის საელჩო