ავტორი:

"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე

"ექვსი წელი ვიყავი არხის თანამშრომელი, სენტიმენტალური განცდა მაქვს" - ქეთი ხუციშვილი "რუსთავი 2"-დან წასვლაზე, ჩცდ-სა და საახალწლო გეგმებზე

2020 წლის ბოლო სეზონი "კომედი შოუს" გუნდმა "რუსთავი 2"-ზე დაასრულა და ახალი სეზონიდან "ფორმულას" შეურთდებიან. გუნდი პირველად მაშინ გაიყო, როდესაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ვანო ჯავახიშვილთან ერთად არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა ტელევიზია. სწორედ მაშინ შეურთდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობების ნაწილი "რუსთავი 2"-ის იუმორისტების გუნდს.

ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ 6 წლის შემდეგ "რუსთავი 2"-დან წასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა მიყვება გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო...

- ქეთი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კომედი შოუს" შემოქმედებითმა ჯგუფმა "რუსთავი 2" დატოვა და "ფორმულაზე" გადახვედით...

- დიახ, მეც გადავდივარ, რადგან ამ გუნდის ნაწილი ვარ და სადაც წავლენ იქ გავყვები. ჩემი ინფორმაციით, არხზე მხოლოდ ია ფარულავას გადაცემა „ფარული კონვერტი“ რჩება. გადაცემები "კომედი შოუ", "არ გაჩერდე", "ანეგდოტები", "გააცინე და მოიგე", "ნიკა არაბიძის შოუ", "შორენას ეფექტი", "ფორმულაზე" გავა.

- თავის დროზე სკანდალური გადაწყვეტილება იყო თქვენი წასვლა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან..."

- მაშინ საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. შიდა სამზარეულოზე ყოველთვის ვერ ისაუბრებ. მოხდა ისე, რომ დავტოვე სერიალი რაღაც მიზეზების გამო. თუმცა ძალიან დამწყდა გული. "კომედი შოუს" გუნდში კარგად ავეწყე, გავშინაურდი და შევეჩვიე ყველას. ძალიან კარგად მიმიღეს, გული მწყდება, მაგრამ მიხარია, რომ არ ვიშლებით. სადაც წავლენ, მეც იქ გავყვები.

- ირაკლი საღინაძემ მაშინ სერიალიდან წასულებზე თქვა, რომ სხვა არხზე მუშაობის შემთხვევაში ვერ გააგრძელებდით თამაშს, ახლა ხომ არ დაბრუნდებით "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- მესმის, რატომ სვამთ ამ კითხვას, ხალხიც კითხულობს ლუნა და თენგო ისევ თუ დაბრუნდებიან სერიალში. ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, როგორ უნდა დავბრუნდე სერიალში, „კომედი შოუს“ გუნდში ვარ. თუმცა ალეკო მალხაზიშვილის ძალიან მადლობელი ვარ, როდესაც თავის გუნდში მოსვლა შემომთავაზა, მითხრა, ქეთი, შენ თუ სერიალში იქნები, მე პრობლემა არ მექნებაო. ეს ძალიან მაგარი რამე იყო ალეკოს მხრიდან, უბრალოდ იქ არ გამოდიოდა.

- როგორ გრძნობდით თავს "რუსთავი 2"-ზე?

- ექვსი წელი ვიყავი ამ არხის თანამშრომელი, იმდენად შევეჩვიე იმ შენობას, რომ სენტიმენტალური განცდა მაქვს ახლაც. რა ვქნა, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მეტი რა გზა მაქვს, მივდივარ.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?

- ამ წუთას გზაში ვარ, მეგობართან ერთად და ყავას და ვაფლს მივირთმევ, ეს არის ჩემი ახალი წელი. არც ნაძვის ხე მომირთავს. ერთი პატარა ნაძვის ხე მაქვს, არც სათამაშოები მაქვს. ამ კუთხით უგემოვნო ვარ, ვერც ვიგებ როგორ რთავენ, სად რა დავკიდო, რომ ლამაზი იყოს. ამ წუთას საჭმელი კი არა, პურიც არ მიმიტანია სახლში. ხვალაც რომ დამირეკოთ, გზაში ვიქნები, ვაფლითა და ყავით ხელში.

- პანდემიამ თუ იმოქმედა თქვენზე?

- არა, უმტკივნეულოდ გადამაქვს, რადგან როგორც კი ჩაუღრმავდები, ეგრევე ნერვიულობას ვიწყებ, შემდეგ ვამბობ, მარტო მე ხომ არ ვარ, მთელი სამყარო ასეა, სადაც სხვა, იქაც მე. ლოქდაუნის დროსაც ყოველდღიურად გამოვდიოდი ქუჩაში, ყავას ვსვამდი და ვაფლს ვაყოლებდი. აჩემება ვიცი, ხან "ბუბლიკზე" ვარ, ხან ვაფლზე.

- 2021 წლისგან რას ელოდები?

- მანქანა თუ მეყოლება, გამიხარდება. არავისგან ველოდები რომ მაჩუქებენ, მოკვდა ის დრო, სიურპრიზების. ჩემი მანქანა გავყიდე და იმედი მაქვს, წელს ახალს შევიძენ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს

ჩცდ-ს "ბარბარიკას" ახალი რჩეული ცნობილი ექიმია - რომელი ცნობილი მსახიობია მათი მეჯვარე და რა ფოტოებს ავრცელებენ ხელის მოწერის ცერემონიიდან?