ავტორი:

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და ასევე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი აწერს ხელს.

საქმე ეხება ე.წ "აგარაკის" ეპიზოდის მონაწილე სამ ბრალდებულს, რომელთაც გამოძიება ძალადობას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ აღნიშნა, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას იმ შემთხვევაში აცხადებდა, თუ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანისგან თანხმობა ექნებოდათ.

არსებული რეალობიდან გამომდინარე კი, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ.

"ვახტანგ ჩიქოვანმა დააფიქსირა პოზიცია, რომ პრეტენზია არ აქვს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ ბრალდებულებს. ეს ხელწერილი ჩემი ინფორმაციით უკვე წარდგენილია პროკურატურაში, შემდეგი ეტაპი უკვე არის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუ პროკურატურისთვის ამ ფორმით წარდგენილი ხელწერილი საკმარისი იქნება.

პროკურატურისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობას აცხადებდნენ, თუ იქნებოდა ჩიქოვანისგან თანხმობა. შესაბამისად, ამ არსებული რეალობიდან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ის მოხდილი სასჯელი რაც გაატარეს მათ საპატიმრო დაწესებულებაში საკმარისი უნდა იყოს და უნდა მოხდეს მათი განთავისუფლება. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა არამხოლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს არამედ ამნისტიის აქტიც გავრცელდეს საბა ჩხარტიშვილზეც იმიტომ, რომ 126-ე და 120-ე მუხლებზე ამნისტიის აქტიც ვრცელდება. შემდეგი სასამართლო სხდომა 11 იანვარს არის ჩანიშნული, თუმცა არ გამოვრიცხავ 11 იანვრამდე რიგგარეშე სხდომაზე ჩაინიშნოს და ამ სხდომაზე მოხდეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული. მათგან 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სამმა პირმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა